კარლოს ველასა და იბრაჰიმოვიჩზე მაღლა - ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის საუკეთესო დრიბლიორია

AutoSharing Option
ამერიკის მთავარმა საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა შეჯიბრების საუკეთესო დრიბლიორთა სია, რომლის სათავეშიც საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსე ერსქვეიქსის" შემტევი ვაკო ყაზაიშვილია.

სტატია, რომელსაც სათაურად ჰქვია - "ვინ არის MLS-ის საუკეთესო დრიბლიორი? გარემარბები და ნახევარმცველები, რომლებმაც 2019 და 2020 წლებში გაიბრწყინეს", მოცემულია, რომ ყაზაიშვილმა ამერიკული ლიგის 2019 წლის მთლიან სეზონსა და 2020 წლის 2 მატჩში, ჯამში, 100 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

ვაკო დრიბლინგების 68,97%-ს წარმატებით ასრულებს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი კარლოს ველას (95 წარმატებული დრიბლინგი) მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია.
სამეულში ყაზაიშვილის თანაგუნდელი, არგენტინელი ესპინოზაც გახლავთ 81 წარმატებული დრიბლინგით.

ვაკომ MLS-ის გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, მიმდინარე გათამაშების 2 მატჩში კი თავი ერთხელ გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეგატიური კომენტარების ავტორებს მინდა მივმართო, თქვენნაირ ბოღმიან ხალხზე რასაც ვფიქრობთ წესიერი ხალხი და რა დამოკიდებულებაც გვაქვს, კარგად იცით. ასე რამ გაგაბოროტათ, ლიგის ოფიციალურმა გვერდმა საუკეთესო დრიბლიორად ქართველი ბიჭი დაასახელა და თქვენ ლამის შიგანი გამოიბრდღვნათ. კარგია, რომ მხოლოდ კომენტარებს ვხედავ თქვენსას და სახეებს არა.
ბოღმიანებს რა?
16:13 05-05-2020
5
ბიჭო ამ სტატიის ავტორმა დაწერა ეს იბრაჰიმოვიჩი მაგრამ ამერიკის ლიგა ყველას ადარებს და ირჩევს საუკეთესოს, ველა არაა პატარა ფეხბურთელი ვინც იცით ასე რომ ვაკოს შედეგი ძაან მაგარია, რას ურჩევდით შუაზე ამერიკა არაფერი ლიგა არააო? ბევრ ლიგას ჯობია ევროპაში. ისე ვთვლი რომ ვაკოსთვის ესპანეთი იქნებოდა იდეალური
გიორგი
22:25 05-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული