თურქული გამოცემა: ამტკიცებდნენ, არველაძე ჩაკვეტაძის "ტრაბზონში" გადასვლაზე დათანხმებას ცდილობსო...

AutoSharing Option
თურქული გამოცემა fotospor.com-ის ინფორმაციით, თურქულ საფეხბურთო წრეებში საუბრობდნენ, რომ ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის დარწმუნებას ცდილობდა, გადასულიყო "ტრაბზონსპორში".

თუმცა შოთამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

"ჩაკვეტაძე დიდ კლუბში ტრანსფერთან ახლოს გასულ ზაფხულს იყო, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. არც ის არის საიდუმლო, რომ მისით "ბორდო" სერიოზულადაა დაინტერესებული. ჩაკვეტაძე ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია.

რაც შეეხება "ტრაბზონსპორთან" დაკავშირებით, ამაზე პასუხი ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება. თუ თავად მოთამაშე რამეს მკითხავს, ამას არავის დავუმალავ", - განაცხადა შოთა არველაძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
როცა გენტში გადავიდა გიო მაშინ ვიფიქრე, რომ ის გახდებოდა კლუბის ლიდერი წამყვანი ფეხბურთელი და მაქსიმუმ 2 სეზონში ბუნდესლიგის ან პრემიერ ლიგის წამყვან კლუბში გადავიდოდა 3 წელი გავიდა და დღეს რეალურად ის არის სათადარიგო ფეხბურთელი, რომლის ბელგიური კარიერაც ვერ შედგა და ჯობია წავიდეს თუნდაც თურქეთში და იყოს ძირითადში და ქონდეს სათამაშო პრაქტიკა ნდობა და მწვრთნელის ფეხბურთელების ვიდრე წამყავნი ჩემპიონატის კლუბის სკამზე იჯდეს და რაც შეეხება თურქეთს თურქეთში წასულ ყველა ქართველს აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და ნდობა და ტრაპზონი არ არის ხელწამოსაკრავი კლუბი.
Giorgi
06 მაისი 2020 11:42
1
ჯერ გენტიში მოხვდეს შემადგენლობაში და მერე უნდა იფიქროს სხვა კლუბში გადასვლაზე. გენტის სათადარიგო ფეხბურთელს გრანდი არ წაიყვანს ეს ხომ ზღაპარია.
ფეხბურთი
06 მაისი 2020 04:13
6
მიკლეთ არ ვტოვებ გენტის თამაშებს ჩვენი ბიჭების გამო და ძაან არმომწონს ჩაკვეს მიმართ მათი დამოკოდებულება, პასებს უგვიანებენ და თუ მისცემენ ძალიან ცუდ პასებს უჩითავენ. რატონ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ჩაკვემ განსაკუთრებულად? იმიტონ რომ ჩვენი ნაკრების გამთამაშებლები ძალიან მაგარ პასებს უჩითავენ ანუ საჭირო დროსა და ადგილას.ასერომ ჩაკვე მალე უნდა გაეცალოს გენკს! ესაა ჩემი კომენტარი:)
ჯიმა
06 მაისი 2020 00:44
1
როგორმე მოიფიქრებს გიო, როგორ განაგრძოს თავისი კარიერა... არველაძე თუ დაეხმარება, ძალიანაც კარგი!!!
Teimuraz
05 მაისი 2020 15:22
2
ვფიქრობ ჩაკვეტაძის გადასვლა სადმე აუვცილებელია მისი განვითარებისათვის. ის თამაშები რაც ვნახე გენტის, არ ტოვებს შთაბეჭდილებას კომბინაციურ და გააზრებულ გუნდისას. კიდევ მომეჩვენა რომ ჩვენებს არ აძლევენ პასებს, მგონი უკრაინული კლანი უფრო ზეგავლენას ახდებს გუნდზე და მათი ტრიო ამიტომაც უფრო წარმატებულები არიან.
G.LA
05 მაისი 2020 12:46
3
ტრაპზონსპორტი არანაირად არარის დიდი კლუბი,მაგას გენტი ჯობია ბევრად,აცალეთ ჯერ ამბიჭს და გააკეთებს იმას რაც საჭიროა,მსგავსი ქართველი ფეხბურთელი ეხლა არავინ არარის,არველაძეს თუ ეს მართლა სურდა მაშინ გიოსთვის ძალიან ცუდი ნდომებია,შეგნებულად ცუდს უკეთებდა თუ ეს ასე არის,არველაძემ თავის თავს მიხედოს,გიოს ყავს კარგი აგენტები
jiji
05 მაისი 2020 12:39
17
გიორგი მართლა საუკეთესოა,მაგრამ ვფიქრობ ძალიან ნიჭიერია კვარაცხელიაც ოღონ ჯერ ბევრი აქ დასამტკიცებელი,მგონია რომ ესენი არიან ნაკრების მომავალი
ika
05 მაისი 2020 14:35
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული