უზბეკი ფეხბურთელი: ამიტომ არ ჩამოვართვი ხელი შოთა არველაძეს, შემდეგ კი...

AutoSharing Option
მინსკის "ენერგეტიკის" უზბეკმა ფორვარდმა ჯასურბეკ იახშიბოევმა, რომელიც ბელარუსულ კლუბში ტაშკენტის "ფახთაქორიდან" არის განათხოვრებული, pressball-ს სამშობლოს დატოვებაზე ესაუბრა.

"ჯერჯერობით უზბეკეთში ჩემი დაბრუნება არავის უნდა, თუმცა თავად მე ევროპაში მსურს კარიერის გაგრძელება. თან სამშობლოში ისიც ემატება, რომ "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან უთანხმოება მაქვს.

ერთ-ერთ შეხვედრაში შემცვალა, მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და მოედნიდას გამოსვლის შემდეგ მას ხელი არ ჩამოვართვი. ყველაფერი კი აქედან დაიწყო.

ამის შემდეგ მუდმივად სათადარიგოთა შორის ვხვდებოდი. თუ შეცვლაზე გამოვიდოდი, 10-15 წუთზე მეტს არ ვთამაშობდი. ამ დროში რა უნდა მოასწრო?
ისე იყო, რომ ბურთის გრძნობა, შეხვედრის ტემპი და სათამაშო ფორმა დავკარგე. ბურთის მიღებისას არც კი მახსოვდა, რა უნდა გამეკეთებინა.

ვიცოდი, კარგადაც რომ მეთამაშა, შემდეგ მატჩს მაინც სათადარიგოთა შორის დავიწყებდი. ეს მორალურად განადგურებს. უფრო და უფრო ცუდად გამოვიყურებოდი მოედანზე.

"ენერგეტიკში" კი საქმე სულ სხვანაირად არის. აქ მწვრთნელები მენდობიან. ვგრძნობ, რომ გუნდს ვჭირდები და მისთვის სარგებელი მომაქვს. სწორედ ამიტომ მინდა დავუმტკიცო მათ, რომ ჩემზე გათვლას ტყუილად არ აკეთებენ", - თქვა იახშიბოევმა.

ბელარუსის პრემიერლიგაში განვლილი 8 ტურის შემდეგ უზბეკმა 6 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა სიას სომეხ ფორვარდ გეგამ კადიმიანთან ერთად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აპრილის თვეში ბათუმის "დინამოს" ყოფილი შემტევი გაბრიელ რამოსი დაასახელეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
უზბეკური არ აი დასავით!?
გრიშა
00:07 23-05-2020
1
არ უნდოდა არ ჩამოართვა ხელი . დიდი ამბავი. არ გამოიყვანეს აქ ეს არველაძე ფერგიუსონი.როცა ვაისი აკომპლექტებს ნაკრებს, მაშინ ყველა პროფესორი ხდება . ეხლა თურმე არ ჰქონია უფლება ფეხბურთელს უკმაყოფილების გამოხატვის უფლება. ბელგიის გენტის მწვრთვთნელი ხომ კარგად გაქვთ ამოღებული მიზანში
დავით 67
21:40 14-05-2020
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული