ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მოულოდნელობებიც არის - უკრაინელებმა 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი დაასახელეს

AutoSharing Option
პოპულარუმა უკრაინულმა საიტმა sport.ua-მ უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე 10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელა.

ახალგაზრდა ქართველი გულშემატკივარისათვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი იქნება ამ სიაში მიხეილ ფოცხვერიასა და ავთანდილ კაპანაძის ხილვა, თან ამ უკანასკნელს საქართველოს ეროვნულ გუნდში 1 შეხვედრაც არ აქვს ჩატარებული.

ათეულში მოხვდა უკრაინის პრემიერლიგის ისტორიაში პენალტების საუკეთესო შემსრულებელი ვასილ გიგიაძე.

გამოცემის მიერ შედგენილი სია კი ასე გამოიყურება:

10. ვასილ გიგიაძე

9. გოჩა ჯამარაული

8. ლაშა ჯაკობია

7. ჯაბა ლიპარტია

6. დავით ხოჭოლავა

5. მიხეილ ფოცხვერია

4. ავთანდილ კაპანაძე

3. ჯაბა კანკავა

2. გიორგი
დემეტრაძე

1. კახაბერ კალაძე