ექს-სპარტაკელი: ჯანო "ბარსელონაში" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა

AutoSharing Option
"აიაქსისა" და "სპარტაკის" ექს-ნახევარმცველმა, სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა არას ოზბილიზმა, რომელიც ამჟამად "პიუნიკში" თამაშობს, განაცხადა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი ჯანო ანანიძე "ბარსელონაში" თავს წარმოაჩენდა.

"ისეთი ტიპისა და თვისებების მქონე ფეხბურთელს, როგორიც ჯანოა, საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებისათვის გარკვეული პირობები და ფაქტორები სჭირდება. ის "ბარსელონაში", რომელიც მისთვის სტილითა და ფილოსოფიით შესაბამისია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა.

თავისი ტექნიკით მშვიდად შეეძლო უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობა, მაგრამ როდესაც შენს გუნდს ბურთი იშვიათად აქვს, როდესაც უფრო დაცვაში ყოფნა და უფრო ძალისმიერი ფეხბურთის თამაში გიწევს, ძნელია შენი საუკეთესო
თვისებების გამომჟღავნება", - განაცხადა ოზბილიზმა Sport24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
საინტერესოა ვის ადგილზე უნდა ეთამაშა ბარსელონაში
gio
23 მაისი 2020 10:17
8
სწორი კომენტარია, ჯანო ჯერ 27 წლისაა და თუ მოინდომებს კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.
s.s.
23 მაისი 2020 09:38
4
კარგით, რა!
zurab
23 მაისი 2020 09:37
9
მერე რუსებთან ჩახუტების იდეას რაღა ეშველებოდა.
ილია
23 მაისი 2020 07:49
8
ყველას მონაროში სიბრიყვე ხომ არ უნდა წეროთ სულ
გია
23 მაისი 2020 01:45
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული