ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავით ხოჭოლავა: ჩემპიონატისა და ევროპა ლიგის გაგრძელება მინდა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" ამხანაგური შეხვედრა გამართა ადგილობრივ "რუხთან" და მეტოქის ანგარიშით, 4:1 დამარცხების შემდეგ დონეცკელთა და საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ კლუბის პრეს სამსახურთან კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ყველა მატჩში მოგების განწყობით ვიღებთ მონაწილეობას. არ აქვს მნიშვნელობა ეს ამხანგური შეხვედრაა თუ ურთიერთთამაში. აქ ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, რომლებსაც ყოველთვის გამარჯვება სურთ, ამიტომაც ხდება "შახტარი" ჩემპიონი ასე ხშირად.

ცხადია, ბურთთან ერთად მუშაობა კიდევ გვჭირდება, თუმცა ფიზიკურად ყველა კარგად გრძნობს თავს. სახლში ჯდომის მიუხედავად, ვარჯიშები მუდმივად გვქონდა.

კარანტინის დროს კი შემცირდა ინტენსივობა, თუმცა ზომების
შემსუბუქების შემდეგ უფრო აქტიურად დავიწყეთ ვარჯიშები. ახლა უფრო მეტად დავიტვირთებით, გვექნება, როგორც ტაქტიკური წვრთნები, ისე ბურთით ვარჯიში.

გვსურს საკუთარი ძალა შეხვედრებში ვაჩვენოთ. მინდა, რომ ქვეყნის ჩემპიონატი და ევროპა ლიგა გაგრძელდეს,"- აღნიშნა ქართველმა მცველმა.

altდღეს საუკეთესო ვაკო ყაზაიშვილია - ვრცელი ინტერვიუ დავით ხოჭოლავასთან

altდავით ხოჭოლავა: სახლის პირობებში ვარჯიში ძნელია

ასევე დაგაინტერესებთ