შოთა არველაძემ "ტრაბზონსპორს" უზბეკი ფეხბურთელი შესთავაზა

AutoSharing Option
თურქული სპორტული გამოცემების მიხედვით, ტაშკენტის "ფახთაქორის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ თავის ყოფილ კლუბ "ტრაბზონსპორს" უზბეკი ფეხბურთელის ტრანსფერი შესთავაზა.

საქმე ეხება 26 წლის ჯალოლიდინ მაშარიფოვს, რომელიც სწორედ შოთას მიერ გაწვრთნილ "ფახთაქორში" თამაშობს და უზბეკეთის ნაკრების წევრიც გახლავთ.

Karadenizgazete-ის მიხედვით, ქართველს არასდროს დაუკარგავს კონტაქტები "ტრაბზონსპორთან" და მაშარიფოვიც კლუბს მეგობრების საშუალებით ურჩია.

შოთას თქმით, უზბეკ ცაცია ფეხბურთელს დიდი პოტენციალი აქვს. არველაძემ ისიც გაიხსენა, რომ თავის დროზე, როცა მისი კანდიდატურა შესთავაზეს კლუბს, ხელმძღვანელობა აღფრთოვანებული არ ყოფილა.

"ტრაბზონსპორის" ადმინისტრაცია კი, დიდი ალბათობით, 26 წლის
უზბეკის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული