ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ყაზაიშვილის მორიგი აღიარება - ვაკო MLS-ის ტოპ 12 ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელს შორის დაასახელეს

AutoSharing Option
ამერიკის მთავარი საფეხბურთო ლიგის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს სტატიას ლიგის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელის შესახებ და მათ შორის საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსე ერსქვეიქსის" შემტევ ვაკო ყაზაიშვილსაც ასახელებს.

სტატიის დასაწყისში წერია: "მიუხედავად იმისა, რომ ლიგა ისეთმა სახელებმა დატოვეს, როგორებიც იბრაჰიმოვიჩი, რუნი, გაიტანი და სხვები არიან, MLS-ში კვლავ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც საკუთარი ოსტატობით ჩვენი პირღია დატოვება შეუძლიათ.

ამ ფაქტის წარმოსადგენად კი გადავწყვიტეთ, წარმოგვედგინა დუჟინი (12-ეული) ფეხბურთელებისა, რომლებიც ლიგის ყველაზე "დაუნდობელი შოუმენები" არიან."

აღნიშნულ ფეხბურთელებს შორის ფეხბურთის მოყვარულთა შორის სხვა ცნობილი სახელებიც მოხვდნენ: ლუიშ
ნანი, ხონათან დოს სანტოსი, კარლოს ველა...

აი, რას წერს MLS-ის ოფიციალური ვებგვერდი ვაკო ყაზაიშვილის შესახებ:

"შეიძლება რაღაც სწორად ვერ გაიგეთ: გასულ სეზონში "სან ხოსეს" მოქნილი თავდამსხმელი ლიგას დრიბლინგების რიცხვით ლიდერობდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზე გასულ კარლოს ველასთან შედარებით 800 წუთით ნაკლები ითამაშა.

ამ ფაქტისა და ძალიან კარგი დარტყმის მიუხედავად, რატომღაც, ქართველ ფეხბურთელს ხშირად აიგნორებენ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელებზე საუბრისას."

ასევე დაგაინტერესებთ