ელგუჯა ლობჯანიძე: როგორც ჩანს, ვაისი ჩემში პერსპექტივას ხედავს

AutoSharing Option
ყაზახურმა სპორტულმა საიტმა sports.kz-მა ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრებისა და "კაისარის" თავდამსხმელ ელგუჯა ლობჯანიძესთან.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ:

ელგუჯა, "კაისარის" შემადგენლობაში კარგად დაიწყეთ - 2 მატჩი ყაზახეთის ჩემპიონატში და 2 გოლი. სასტარტო ტურებში საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ?
- დასაწყისი მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა. გოლები კი გავიტანე, თუმცა მე კმაყოფილი არასდროს ვარ... ყოველთვის შეიძლება მეტის გაკეთება.

როგორ თვლით, შეიძლება უკვე თქმა, რომ "თარაზიდან" "კაისარში" გადასვლა წარმატებული იყო თქვენთვის?
- კარიერის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ეს
წარმატებული იყო, რადგან მხოლოდ დასაწყისი განვვლეთ, მთელი სეზონი წინაა.

გაკმაყოფილებთ ის როლი, რასაც გუნდში გაძლევენ?
- ყველგან ერთი და იგივე საქმე მქონე. მე ერთი სტილი და ამოცანა მაქვს - ეს გოლების გატანაა.

როგორ გაატარეთ კარანტინის პერიოდი და როგორ ფორმაში ხართ ახლა?
- კარანტინის დროს ბაზაზე ვიყავი, ახლა კი ვარჯიშის უფლებაც გვაქვს და ცუდ ფორმაში არ ვარ. თუმცა მომზადება კიდევ მჭირდება.

მედიაში ბევრი იყო საუბარი "კაისარში" ხელფასების შემცირებაზე. თქვენი აზრით, ეს მორალურად იმოქმედებს ფეხბურთელებზე?
- იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში მოხდა, მესმის, რომ ეკონომიკა დაეცა და ვიცოდი, რომ ხელფასებიც შეგვიმცირდებოდა. ეს ყველგან ასეა.

ცხადია, ეს სასიამოვნო არაა, რადგან როცა ფეხბურთელი კონტრაქტზე აწერს ხელს, იცის, ხელფასის სახით რამდენი უნდა მიიღოს. ფისოქოლოგიურად რთულია, თუმცა ვფიქრობ, რომ სულით არავინ დაეცემა.

ფინანსური პრობლემების გამო "კაისარი" ზაფხულში ვერ გაძლიერდება. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდი კონკურენტუნარიანი იქნება?
- ვფიქრობ, რომ ევროპა ლიგასა და ჩემპიონატზე საიმედოდ გამოსასვლელად ძალები გვეყოფა. თუმცა წინასწარ ბევრს არ ვილაპარაკებ. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ისე იყოს, როგორც ვგეგმავთ.

ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებში საკუთარი პერსპექტივა როგორ გესახებათ?
- ეროვნულ გუნდში ბევრი არ მითამაშია, თუმცა, რადგანაც მწვრთნელი მიძახებს, ეს ნიშნავს, რომ ჩემში პერსპექტივას ხედავს. მეც ვცდილობ, როცა საშუალება მექნება, მზად ვიყო ჩემი მაქსიმუმის ჩასადებად ნაკრებისთვის სასურველი შედეგის მიღწევისათვის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქვილითაია და ზივზივაძე უნდა გამოიძახოს ვაისმა
გოგა
28 მაისი 2020 23:30
0
ამაში ვინმე პერსპექტივას რომ ხედავს უკვე სერიოზული განაცხადია
რუბინი
28 მაისი 2020 21:14
10
იმედია ეს კაჭარავა და არაბული განაცხადში არ იქნება
Jeyjey
28 მაისი 2020 19:37
2

სიახლეები პოპულარული