ახალგაზრდა ქართველის დიდი შანსი - ქოჩორაშვილი "ლევანტეს" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს

AutoSharing Option
როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, ვალენსიის "ლევანტეს" ძირითად გუნდთან ერთად ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ვარჯიშობს.

ქოჩორაშვილს პირველ გუნდში მას შემდეგ უხმეს, რაც ნახევარმცველმა პაბლო მარტინესმა ტრავმა მიიღო. ახალგაზრდა ქართველი ძირითად გუნდთან ერთად კვირის დასაწყისიდან იყო და ჯგუფურ სავარჯიშო პროცესში იმ შემთხვევაში ჩაერთვებოდა, თუ ვინმე დაზიანდებოდა და ეს მოხდა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის პაბლო მარტინესი ძირითად გუნდში "ლევანტეს" მეორე გუნდიდან აღნიშნული სეზონის დასაწყისში დააწინაურეს, თუმცა ლა ლიგაში მხოლოდ 18 წუთი ითამაშა. ასე რომ, ქართველ ნახევარმცველს კარგი შანსი
მიეცა და უნდა გამოიყენოს.

გიორგი ქოჩორაშვილი "საბურთალოდან" "ჟირონაში" 2017 წელს გადავიდა. "ლევანტეს" რიგებში კი გასულ ზაფხულს ჩაირიცხა, კლუბის მეორე გუნდის შემადგენლობაში "სეგუნდა B"-ს გათამაშებაში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა. გიორგი საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვარჯიში ბევრი არაფერი, მთავარია ძირითად გუნდში ითამაშოს
გენა
29 მაისი 2020 09:19
0
გენაცვალე გიო. ჭკვიანი ბიჭი ხარ.
100%
29 მაისი 2020 07:40
0
აი ასეთი ფეხბურთელები უნდა იყვნენ ნაკრებში რომლებიც ევროპაში თამაშობენ და არა რუსეთის უკანასკნელ გუნდში მოთამაშე მოსიარულე ფეხბურთელები,რომლებიც მტრების ქვეყანაში თამაშობენ
temo
29 მაისი 2020 00:00
13
აი შენნაირი პრიმიტივები და ბნელი ურა პატრიოტები სანამ იქნებიან და ასეთი მახინჯი აზრები ექნებათ მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას კიდევ დიდი ხნით ვიქნებით განვითარებით ეკონომიკითა დს ცხოვრების დონით ბურუნდის სუდანისა და ანგოლის გვერდით საპატიო მაჩანჩალებს შორის კიდევ ნახევარი საუკუნე მინიმუმ.
Apalac
29 მაისი 2020 10:40
5
კარგია თუ ესე გააგრძელებს და მოუმატებს კიდეც, პირადად ვგულშემატკივრობ როგორ ძალიან ჭკვიან ნახევარმცველს, ჯერ კიდევ 19წლამდე ევროპის ჩემპიონატიდან
მკითხველი
28 მაისი 2020 22:33
0
კარგია, ვიღაცამ ხო უნდა ითამაშოს პრიმერაში, წარმატებები
irakli
28 მაისი 2020 20:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული