ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძემ "ტრანსფერმარკეტი" ტყუილში ამხილა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს გუშინ "ანორთოსისთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა, "ტრანსფერმარკეტმა" კი უკვე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელად მოიხსენია - გრაფაში კლუბი სწორედ ასეა აღნიშნული.

ჯანომ ეს ამბავი "ინსტაგრამით" უარყო: "ძალიან, ძალიან დიდი ტყუილი".

ფეხბურთელის აგენტმა თემურ ლეფსაიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, ხოლო შემდეგ რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანანიძე "როტორში" გაივლის მედშემოწმებას და მისი სავარაუდო ხელფასიც დაასახელა.

თუმცა, როგორც ირკვევა, 16 წლის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნებული ვოლგოგრადული კლუბი პირველ ლიგაში დარჩება, ვინაიდან ფინანსურ კრიზისში იმყოფება.

alt

"როტორი" ქართული გახდებაო და თურმე მთლად ბოგანო ყოფილა

altfootball24: ქართული "როტორი". ნუთუ იქ ჯანო, მელქაძე და კვირკველია იქნებიან?

altანანიძე "როტორში" გაივლის მედშემოწმებას - ცნობილი გახდა მისი სავარაუდო ხელფასი

altექს-სპარტაკელი: ჯანო "ბარსელონაში" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა

altანანიძის აგენტი: ჯანო დღეს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტს არ გააფორმებს

ასევე დაგაინტერესებთ