არველაძე კარანტინშია - "ფახთაქორი" ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება

AutoSharing Option
ტაშკენტის "ფახთაქორის" ქართველი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკეთში დაბრუნდა და სავალდებულო საკარანტინო რეჟიმის გავლა უწევს, გუნდი კი ჩემპიონატის განახლებისათვის ემზადება.

როგორც championat.asia იტყობინება, გუნდს შოთას ასისტენტები ავარჯიშებენ, თავად არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.

უზბეკეთის ჩემპიონატი 14 ივნისს განახლდება. ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი "ფახთაქორი" პირველ შეხვედრას გასვლაზე, "სოგდიანას" წინააღმდეგ გამართავს.

უზბეკეთის სუპერლიგაში ჩატარებული 3 ტურის შემდეგ კი "ფახთაქორი" 9 ქულით ლიდერობას "ნასაფთან" ერთად იყოფს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფული მიეცი და წავლენ დაუფიქრებლად, ყველას არ ეხება
irakli
02 ივნისი 2020 22:33
1
ერთ ქართველი ფეხბურთელი მაინც წაგეყვანა სალაპარაკოდ,დავიჯერე იმ უზბეკ ფეხბურთელებზე ნაკლებია ქართველები,ქეცბაიას მაგალითი არა მაგრამ ერთი კაცი არ იქნებოდა ცუდი,მაგრამ ნაცებმა ისე მოწამლეს ხალხი
gurji
02 ივნისი 2020 16:31
19
ქეცბაიას ვენაცვალე გულში,იქაც ქართულ საქმეს აკეთებს,უზბეკ წვრილ თვალებაზე უკეთესებს ნებისმიერ უბანში ნახავ მაგრამ არ უნდა და არ წაიყვანა არავინ,
გურჯი
02 ივნისი 2020 22:41
1
არ უნდა წაეყვანა და არც წაიყვანა. ვინც ფიქრობს, რომ ქართველ ფეხბურთელებს სადმე ჩაგრავენ ან არ უმართლებთ, სანამ პანდემია დაიწყებობა გაგევლოთ თბილისის გასართობ ადგილებში და გენახათ, როგორ იქცევიან “ნამდვილი ქართველი სპორტსმენები”. დღეს ქართული ფეხბურთი იქ არის, სადაც ქართველი ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა იმსახურებს.
gio
02 ივნისი 2020 21:59
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული