ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვიპროსული პრესა: "ანორთოსისს" ორი ქართველი დატოვებს...

AutoSharing Option
რამდენიმე კვიპროსული საიტი წერს, რომ ფამაგუსტის "ანორთოსისს" თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა დატოვებენ.

წყაროთა ცნობით, თემურ ქეცბაია თავდამსხმელის შეძენას გეგმავს. სწორედ ამიტომ გუნდის დატოვება კაჭარავასა და დიურისს მოუწევთ.

კაჭარავას მომავალზე მისი მენეჯერი მამუკა ჯუღელი ზრუნავს და აგენტი თავისი კლიენტის რუსულ კლუბში მოწყობას ეცდება.

ხოლო, რაც შეეხება ოქრიაშვილს, თორნიკემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ კვიპროსის ჩემპიონატზე უფრო ძლიერ შეჯიბრებაში უნდა გამოსვლა.

თუ ვარიანტი გამოჩნდება, "ოქრი" "ანორთოსისს" დატოვებს, თუმცა ეს უფასოდ არ მოხდება, რადგან ქართველ გარემარბს კვიპროსულ კლუბთან კონტაქტი კიდევ 1 წლის
ვადით აკავშირებს.

altკვიპროსული პრესა: ქეცბაიას კიდევ 2 ქართველის დამატება სურს

altgoal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?

ასევე დაგაინტერესებთ