მოსკოვის "ლოკომოტივი" სეზონის განახლების წინ კლუბის ბაზაზე საკონტროლო მატჩში "დინამოს" შეხვდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
"ლოკოს" მცველი საბა კვირკველია შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე.
კორონავირუსის გამო შეჩერებული ჩემპიონატი 21 ივნისს განახლდება - "ლოკომოტივი", რომელიც მეორე ადგილზეა, "ორენბურგს" უმასპინძლებს.
"რკინიგზული" გუნდის გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან მწვრთნელ იური სიომინის გაშვების გამო და სოციალურ ქსელებში კლუბის ხელმძღვანელობას უშვერი სიტყვებით ლანძღავენ.