Tatar-inform-ის ინფორმაციით, ყაზანის "რუბინმა" თავის ახალ საფეხბურთო სტადიონ "აკ ბარს არენაზე" "კრილია სოვეტოვთან" საიდუმლოდ გამართა ამხანაგური მატჩი.
კლუბები ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვას არ დაელოდნენ და ამხანაგური შეხვედრის გამართვაზე ისე შეთანხმდნენ. მატჩი დღეს, 8 ივნისს ჩატარდა და მისი საბოლოო ანგარიში ჯერჯერობით უცნობია.
რუსული გამოცემების მიხედვით, სამარაში საპასუხო შეხვედრის ჩატარებაც მოსალოდნელია. მოცემული მომენტისათვის რუსეთის პრემიერლიგა შეჩერებულია და მისი განახლება 19 ივნისს იგეგმება.
მოგეხსენებათ, "რუბინის" რიგებში საქართველოს ნაკრების შემტევები: ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ.
დავითაშვილი და კვარაცხელია "რუბინში" ხელშეუხებელნი არიან