ქართველების "რუბინმა" საიდუმლო მატჩი გამართა

AutoSharing Option
Tatar-inform-ის ინფორმაციით, ყაზანის "რუბინმა" თავის ახალ საფეხბურთო სტადიონ "აკ ბარს არენაზე" "კრილია სოვეტოვთან" საიდუმლოდ გამართა ამხანაგური მატჩი.

კლუბები ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვას არ დაელოდნენ და ამხანაგური შეხვედრის გამართვაზე ისე შეთანხმდნენ. მატჩი დღეს, 8 ივნისს ჩატარდა და მისი საბოლოო ანგარიში ჯერჯერობით უცნობია.

რუსული გამოცემების მიხედვით, სამარაში საპასუხო შეხვედრის ჩატარებაც მოსალოდნელია.  მოცემული მომენტისათვის რუსეთის პრემიერლიგა შეჩერებულია და მისი განახლება 19 ივნისს იგეგმება.

მოგეხსენებათ, "რუბინის" რიგებში საქართველოს ნაკრების შემტევები: ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ.

altდავითაშვილი და კვარაცხელია "რუბინში" ხელშეუხებელნი არიან




მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩაწყობილი გამიგია, ამხანაგური გამიგია, გაყიდული გამგია, მაგრამ საიდუმლო? ამნაირი არაფერი გამიგია? :D
lado
18:19 08-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული