ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზივზივაძემ 16 წუთი ითამაშა - "მეზოკოვეშდმა" ისევ ვერ მოიგო

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდი" გასვლაზე "კიშვარდას" დაუზავდა - 1:1.

წინა ტურში "პაკშისთან" წაგებულ მატჩში (0:2) ზივზივაძე 66-ე წუთზე შეცვალეს, ამჯერად კი ძირითად შემადგენლობაში არ იყო და 74-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე.

ბოლოს გოლი ბუდუმ 26 მაისს, თასის ნახევარფინალში "ფეჰერვარს" გაუტანა და უნდა ითქვას, სეზონის განახლების შემდეგ მისი გუნდი ძველებურად კარგად ვეღარ თამაშობს - 5 მატჩიდან 3 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

ჩვენებურის ანგარიშზე ჩემპიონატის 26 მატჩში 8 გოლია.

"მეზოკოვეშდი" 46 ქულით კვლავაც მესამე ადგილზეა და 12 ივნისს "ჰონვედს"
უმასპინძლებს, რომელთანაც თასის ფინალში დამარცხდა.

ასევე დაგაინტერესებთ