ახალი მწვრთნელის, მარკო ნიკოლიჩის ხელმძღვანელობით, მოსკოვის "ლოკომოტივმა" პირველი მატჩი ჩაატარა - სპარინგში 1:0 დაამარცხა "ტამბოვი". "ლოკოში" არ უთამაშია საბა კვირკველიას, რომელიც 7 ივნისს მოსკოვის "დინამოსთან" საკონტროლო შეხვედრაში (1:1) შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე.
ნამატჩევს კლუბის საიტს მცირე ინტერვიუ ნიკოლიჩმა მისცა:
– "ტამბოვთან" მატჩი მოგეწონათ?
- ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო და ბევრი ლაპარაკი არ მინდა. მთავარი მატჩი კვირას "ორენბურგთან" გვაქვს. დღეს დისციპლინირებულად ვითამაშეთ. ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა: ბარინოვი, ჟემალეტდინოვი, ძმები მირანჩუკები და კვირკველია; აგრეთვე, ვინც აქამდე გვაკლდა - ფარფანი, ჯორჯევიჩი და კოჩენკოვი.
ვინც დღეს მოედანზე გამოვიდა, ცუდად არ უთამაშიათ.
- მათ დავალებები შეასრულეს?
- სრულად არა. ძნელია ერთი ვარჯიშის შემდეგ დიდი ცვლილებების განხორციელება. ფეხბურთელები ცდილობდნენ. ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ იმედგაცრუებულიც არ გახლავარ.
- ეს იმას ნიშნავს, რომ სეზონის განახლების წინ გუნდის თამაშში დიდ ცვლილებებს არ განახორციელებთ?
- ახალი სათამაშო მოდელის ნულიდან შექმნის დრო არა გვაქვს. ახლა მთავარი შედეგია - ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეთ.
კვირკველია ყოფილი სსრკ-ის ყველაზე ძვირად ღირებულ მცველთა ხუთეულში
კვირკველია ამხანაგურ მატჩში შეცვლაზე შეუშვეს
"ბარსელონას" ლეგენდა კვირკველიას კლუბის დირექტორი გახდება
"ლოკომოტივი" კვირკველიას გაუშვებს კი არა, კონტრაქტს გაუგრძელებს
championat: კვირკველიას იდუმალებით მოცული ტრავმა - კიკნაძემ მას წასვლის სანაცვლოდ ფული შესთავაზა