ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჩაკვეტაძე - კიდევ ერთი წელი "გენტში" და დავიდის პოზიციაზე?

AutoSharing Option
უკანასკნელ ხანს ბევრი ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის სხვა გუნდში შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ "რომას" ტრანსფერების ფული არა აქვს, ხოლო "ტრაბზონსპორი" ერთი სეზონით ევროტურნირებიდან მოკვეთეს და ჩვენებური, როგორც მინიმუმ, გაისამდე "გენტში" დარჩება.

voetbalnieuws.be-მ "გენტის" სამომავლო გეგმები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ იეს ტორუპი გარემარბებს ნაკლებად იყენებს, მაგრამ თუ მას უნდა, ტაქტიკური წინსვლა განახორციელოს, თავდასხმაში ფლანგზე დილან მბაიო ან ჩაკვეტაძე უნდა წასწიოს.

გამოცემის მტკიცებით, "გენტი" 20 წლის კანადელ ფორვარდ ჯონათან დავიდს ვერ შეინარჩუნებს და მიუხედავად იმისა, რომ მის განკარგულებაში რომან იარემჩუკი,
გიორგი ქვილითაია და ანდერსონ ნიანგბო არიან, ამ რგოლის გაძლიერებაა საჭირო. სახელდება ნასერ ჩადლის (ანდერლეხტი), კევინ მირალასის (ანტვერპენი) და სხვების კანდიდატურები. თუმცა, ალბათ, დავიდის პოზიციაზე ჩაკვეტაძე ან რომან ბეზუსი ითამაშებენ.

"გენტი" ვადამდე დასრულებულ ბელგიის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ასევე დაგაინტერესებთ