რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში "რუბინმა" ეკატერინბურგში 2:1 დაამარცხა "ურალი".
ყაზანურმა გუნდმა თამაში უხეიროდ დაიწყო, 0:1-ს აგებდა, მაგრამ ტაიმის დასასრულს ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში ლამაზი მაკრატელათი გაათანაბრა, ხოლო შესვენების შემდეგ ბრწყინვალე სოლო-რეიდი განახორციელა და და სოლტმურად ბაკაევს გამარჯვების გოლი გაატანინა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიამ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ზურიკო დავითაშვილმა 67-ე წუთზე ბაკაევი შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე შეხვედრაში "რუბინი" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა - ამჯერად 71-ე წუთზე გუნდის
კაპიტანი ვიაჩესლავ პოდბერეზკინი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს.
"რუბინი" 26 ქულით მე-11 ადგილზეა და 27 ივნისს ხვიჩას ყოფილ გუნდს, მოსკოვის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.
ურალი - რუბინი 1:2
გოლები: 1:0 კუხარჩიკი (7), 1:1 კვარაცხელია (39), 1:2 ბაკაევი (56)
გაძევება: პოდბერეზკინი (71)