კვარაცხელიამ ჯერ სასწაული გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ სამეფო ასისტი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში "რუბინმა" ეკატერინბურგში 2:1 დაამარცხა "ურალი".

ყაზანურმა გუნდმა თამაში უხეიროდ დაიწყო, 0:1-ს აგებდა, მაგრამ ტაიმის დასასრულს ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში ლამაზი მაკრატელათი გაათანაბრა, ხოლო შესვენების შემდეგ ბრწყინვალე სოლო-რეიდი განახორციელა და და სოლტმურად ბაკაევს გამარჯვების გოლი გაატანინა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიამ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.


ზურიკო დავითაშვილმა 67-ე წუთზე ბაკაევი შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე შეხვედრაში "რუბინი" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა - ამჯერად 71-ე წუთზე გუნდის
კაპიტანი ვიაჩესლავ პოდბერეზკინი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს.

"რუბინი" 26 ქულით მე-11 ადგილზეა და 27 ივნისს ხვიჩას ყოფილ გუნდს, მოსკოვის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

ურალი - რუბინი 1:2
გოლები: 1:0 კუხარჩიკი (7), 1:1 კვარაცხელია (39), 1:2 ბაკაევი (56)
გაძევება: პოდბერეზკინი (71)
მკითხველის კომენტარები / 25 /
გენაცვალე რა ტენა მეშვიდედ ვუყურებ ხვიჩას ვიდეოს
შაკო
11:16 21-06-2020
0
ნამდვილი მარგალი(ტი) არის ეს ბიჭი.მარგალ ყაზაყი,სი ქჷგორლუაფუდა მა....
ბაჩი
10:18 21-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული