სიომინი: ხვიჩას შეუძლია დიდ ევროპულ გუნდში ითამაშოს!

AutoSharing Option
"რუბინის" თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ურალთან" მატჩში გატანილმა გოლმა და გაკეთებულმა საგოლე გადაცემამ გაახარა მოსკოვის "ლოკომოტივში" მისი ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი, რომელმაც Sport24-ს შემდეგი განუცხადა:

"ხვიჩამ "ურალთან" შესანიშნავად ითამაშა. ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მის ნიჭში ეჭვი არასოდეს არ მეპარებოდა. კონტრაქტი რომ არ გაუფორმეს, ეს "ლოკომოტივის" დიდი დანაკლისი იყო.

შეუძლია თუ არა ხვიჩას მომავალში ევროპაში ითამაშოს? მას კარგი მომავალი აქვს. ფეხბურთისადმი მისი სწორი დამოკიდებულების გათვალისწინებით, შეუძლია შორს წავიდეს და დიდ გუნდში ითამაშოს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფრანგი, ინგლისელი ან ესპანელი რო იყოს თუ ფეხბურთელი გამოვიდოდა ითამაშებდა ტოპ ლიგაში აბა რას იზავდა, დაიბადა სადაც ტოპ ლიგაა :)))
ესეიგი ..
21 ივნისი 2020 09:34
1
როგორც ჯანაშიამ ასათიანმა და კვირკველიამ?
ზორბეგი
21 ივნისი 2020 08:26
5
და ცუდად რომელმა ითამაშა, რაც ნიჭი და შესაძლებლობა ქონდათ ის ითამაშეს, კროოსი პირლო და ლევანდოვსკი არცერთი ყოფილა რომ სანტიაგო ბერნაბეუ ან და ალიანს არენა მოეხნათ. და სიმართლე თუ გინდა არც კვარაცხელიაა ნეიმარი და არც ჩაკვე მესი. შალკეში, ან რეინჯერსში მაინც თუ ითამაშებენ ეგეც კარგი იქნება და მე მაგითაც ვიამაყებ.
semi
21 ივნისი 2020 12:37
4
აგენტი ვატო არველაძეს რაიოლა ყავს მაგრამ თბილისის ლოკომოტივში გადმოვიდა. ნუ აგენტების ბრაპიც კი არის მარა ფეხბურთელზე უფრო მეტია დამოკიდებული.
ტოტტი
21 ივნისი 2020 00:06
1
რაიოლა იყო და უკვე აღარ არის არველაძის აგენტი
ბაჩი
21 ივნისი 2020 10:31
0
მაგარი კაცია იურჩიკა
dzeke
20 ივნისი 2020 23:14
1
200 მილიონებს იხდიან და ჩვენებისთვის 10 მილიონი არ ემეტებათ ალბათ აგენტების ბრალია რო ვერ მიჰყავთ ნორმალურ კლუბებში
Jeyjey
20 ივნისი 2020 23:13
9
ეს რო ფრანგი ესპანელი ინგლისელი გერმანელი ან იტალიელი იყოს ეხლა უკვე ტოპ ლიგაშიც იქნებოდა და არა მარტო ხვიჩა იგივე ჩაკვეტაძე ჯიმი ტაბიძე მალი ზურიკო კოხრეიძე ოქრიაშვილი ქიტეიშვილი და რამოდენიმე უბრალოდ ქართველები ყოველთვის ყველაფერში უიღბლოები ვართ
Jeyjey
20 ივნისი 2020 23:11
9
თითქმის ყველაფერში მართალი ხარ, მაგრამ ოქრიაშვილს ნუ ახსენებ თუ ძმა ხარ. კლუბის ვიცეპრეზიდენტმა ჩამოაკითხა თბილისში და ჭკუაზე მაინც ვერ მოიყვანეს. მარტო ღმერთის მიერ ბოძებული ნიჭით შორს ვერ გაფრინდები. მერე ინანებს, მაგრამ გვიან იქნება.
emigranti
21 ივნისი 2020 03:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული