ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სიომინი: ხვიჩას შეუძლია დიდ ევროპულ გუნდში ითამაშოს!

AutoSharing Option
"რუბინის" თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ურალთან" მატჩში გატანილმა გოლმა და გაკეთებულმა საგოლე გადაცემამ გაახარა მოსკოვის "ლოკომოტივში" მისი ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი, რომელმაც Sport24-ს შემდეგი განუცხადა:

"ხვიჩამ "ურალთან" შესანიშნავად ითამაშა. ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მის ნიჭში ეჭვი არასოდეს არ მეპარებოდა. კონტრაქტი რომ არ გაუფორმეს, ეს "ლოკომოტივის" დიდი დანაკლისი იყო.

შეუძლია თუ არა ხვიჩას მომავალში ევროპაში ითამაშოს? მას კარგი მომავალი აქვს. ფეხბურთისადმი მისი სწორი დამოკიდებულების გათვალისწინებით, შეუძლია შორს წავიდეს და დიდ გუნდში ითამაშოს".

ასევე დაგაინტერესებთ