სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს - ის დროა, კვირკველიამ "ლოკომოტივი" დატოვოს

AutoSharing Option
მწვრთნელ იური სიომინის წასვლის შემდეგ მოსკოვის "ლოკომოტივში" საბა კვირკველიას მდგომარეობა გაურთულდა.

კვირკველიას ამ სეზონის პირველ ნახევარში იშვიათად ათამაშებდნენ. ბოლოს სიომინმა, როგორც იქნა, ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და კორონავირუსის გამო ჩემპიონატიც შეჩერდა. მერე სიომინს კონტრაქტი არ გაუგრძელეს და მის ნაცვლად სერბი მარკო ნიკოლიჩი დანიშნეს.

სიომინმა ერთ-ერთ ინტერვიუში მიანიშნა, რომ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ კვირკველიას გაისამდე მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნახევრის აღება და გუნდიდან წასვლა შესთავაზა.

დღეს, 21 ივნისს, რუსეთის
პრემიერლიგის 23-ე ტურში "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ორენბურგი". კვირკველია სათადარიგო იყო. არადა, თავისი გამოცდილების, კლასის, კლუბისადმი დამსახურების და სარგებლიანობის მხრივ, ის ასეთ დამოკიდებულებას აშკარად არ იმსახურებს და ალბათ, კლუბის ხელმძღვანელობა გასაქანს არ მისცემს. თანაც, არაა საბა იმ ასაკში, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდეს და იმას ელოდოს, როდის ვინმე დისკვლიფიკაციას ან ტრავმას მიიღებს.

როგორც "ლოკოს" ფანებმა დააანონსეს, პროტესტის ნიშნად მე-20 წუთზე დატოვეს სტადიონი, იქამდე კი სკანდირებდნენ:

"მხოლოდ სიომინი იური პალიჩი, ეი-ეი" და კლუბს კიკნაძის გადაყენებისკენ მოუწოდებდნენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართველების პერსპექტივა РПЛ-ში ჯუღელმა დაბრიდა!
ჯიმი
31 აგვისტო 2020 15:07
0
ეგრე იცის სიონონის აგარაკზე ნებივრობამ)) რას ტიპობ? შენ ხო მაინც იცი ოა კუში დაკარგე
gela
31 აგვისტო 2020 15:02
0
ბათუმის დინამო
კლოპი
22 ივნისი 2020 21:54
1
საბამ თვითონ იცის თავისი საქმე.... მაგრამ გულშემატკივრის თვალსაზრისით, მისი სათამაშო ამპლუიდან და პოტენციალიდან გამომდინარე, მთლად ტოპ ჩემპიონატების გრანდში თუ არა, საშუალო დონის კლუბში ალბათ არ უნდა გაუჭირდეს თამაში.... რათქმაუნდა ნაკრების ინტერესებიც გასათვალისწინებელია და რაც უფრო დროულად მოხერხდება ისეთ გუნდში გადასვლა, სათამაშო ფორმა რომ აკრიფოს უკეთესია ..... ამასთანავე, მისი ასაკიდან და ამპლუიდან გამომდინარე, საბა ჯერ კიდევ შეძლებს რამოდენიმე წელი მაღალ დონეზე თამაშს... წარმატებები!!!
.........
22 ივნისი 2020 18:18
0
ოდესმე მოქცეულა საბა კვირკველია არაპროფესიონალურად?არ წამოსულა საქართველოს ნაკრებში და თავი დაუზოგია?ან ვინმესთან მოქცეულა არაკაცურად?პირადად სიომინისადმი მისი დამოკიდებულებაც მის კაიკაცობაზე მეტყველებს და ინგლისის, ლოკომოტივზე უფრო დაბალი კლასის გუნდში რომ არ წავიდა,ეგეც.ასე რომ თქვენი ირონია,თქვენთვის შეინახეთ მეგობრებო.არაა ეს კაცი ასე მოპყრობის ღირსი.კი ხედავთ,რომ იქაც ისევ ქართველი ებრძვის და სძირავს და თქვენც მას ნუ მიბაძავთ.დარწმუნებული ვარ,საბა თავის გზას იპოვის,მაგრამ ევროპაში რომ წავიდეს,სანამ იქ გაშინაურდება და თავის ადგილს იპოვის,სანამ ენას შეისწავლის,მისი სათამაშო ფორმა გაუარესდება.გვინდა ახლა ჩვენ ფორმადაკარგული ცენტრალური მცველი?ხოჭოლავა,ბოლო ხანებში, ქალებს უფრო მეტად დასდევს,ვიდრე ბურთს,კაშიაც ღმერთმა იცის რა ფორმაში ჩამოვა, ისედაც საკმაოდ სუსტი ჩემპიონატიდან და ისე არ გამოვიდეს,რომ დაცვის ცენტრში,პრობლემები შეგვექმნას.
სოსო
22 ივნისი 2020 14:40
1
სიომინი სჭირდება ლოკომოტივს
irakli
22 ივნისი 2020 14:09
1
რატომ გადაეკიდნენ ამ ბიჭს,რა აქვს დასაწუნი.ისე ლოკოში მას თუ კარგი ხელფასი აქვს შესაძლოა სათადარიგოზე დასვენება არჩიოს,ისიც ხომ ქართველია?...
ბაჩო
22 ივნისი 2020 10:58
4
ვის რად უნდა კვირკველია,ჯუღელი წაიყვანს რუსეთის პირველ ლიგაში ალბათ სადმე
ladi
22 ივნისი 2020 05:27
15
ან ქეცბაია წაიყვანს ანორთოსისში.:)
Dato
22 ივნისი 2020 11:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული