ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გეტებორგს" ხარაიშვილის გაყიდვა უწევს - სატრანსფერო ფასიც ცნობილია

AutoSharing Option
შვედური და დანიური სპორტული გამოცემების მიხედვით, "გეტებორგს" კორონავირუსის პანდემიის შედეგად სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და მზად არის გუნდის ორი საუკეთესო ფეხბურთელი გაყიდოს, მათ შორის, ქართველი გიორგი ხარაიშვილი.

წყაროთა ცნობით, შვედური კლუბი 19 წლის ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველის, ალჰასან იუსუფის გაყიდვასაც გეგმავს, რომლის სანაცვლოდ "გეტებორგს", დაახლოებით, 2 მილიონი ევროს მიღება სურს, ხოლო გიორგი ხარაიშვილში კი ამ თანხის ნახევარს ელოდება.

23 წლის გიორგი ხარაიშვილი "გეტებორგში" 2018 წელს "საბურთალოდან" გადაბარგდა 300 000 ევროს სანაცვლოდ. ქართველმა შვედეთის უმაღლეს ლიგაში 55 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი
გაიტანა.