ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ტორუპი: რატომ არ უნდა გახდეს ჩაკვეტაძე ისევ ოქროს ბიჭი?

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა voetbalkrant-თან მომავალი სეზონის ამოცანებზე და ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ჩვენი ამბიციები რეალურია. გასულ სეზონში ორმა გუნდმა, "ბრიუგემ" და "გენტმა" დაიმსახურეს შექება. თუ გინდათ პროგრესს მიაღწიოთ, რაღაც-რაღაცების შესაცვლელად გამბედაობა უნდა გქონდეთ.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, წავა თუ არა გუნდიდან მთავარი ბომბარდირი ჯონათან დავიდი? თუ წავა, მისი შეცვლის შესაძლებლობა გვაქვს. რომან ბეზუსმა ამ პოზიციაზე ბევრი მატჩი ჩაატარა, გიორგი ჩაკვეტაძე კი ოდესღაც ოქროს ბიჭი იყო. რატომ არ უნდა გახდეს კვლავ ასეთი?".

ასევე დაგაინტერესებთ