დაბრუნდება თუ არა კვირკველია სასტარტოში? - მწვრთნელმა კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში "ლოკომოტივმა" ალეკსეი მირანჩუკის დუბლით ყაზანში 2:0 სძლია "რუბინს". მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. რაც შეეხება "ლოკოს" მცველ საბა კვირკველიას, ბოლო 5 წუთი ითამაშა.

Sportall.Ge

ნამატჩევს "სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტმა "რკინიგზელთა" მწვრთნელ მარკო ნიკოლიჩს კვირკველიაზეც დაუსვა კითხვა, რაზეც არაპირდაპირი პასუხი მიიღო:

- უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მატჩებში ძირითად შემდგენლობაში ანტონ მირანჩუკსა და საბა კვირკველიას?
- არის გუნდი, რომელშიც 11 კი არა, გაცილებით მეტი
ფეხბურთელია. ეს ბიჭები დღეს გავიდნენ და გუნდს დაეხმარენ. მე კოლექტივის მუშაობით კმაყოფილი ვარ.

ამასთან ტრავმირებული მოთამაშეების დიდი ჯგუფი გვაკლია: ეს ფარფანიცაა, ბორის როტენბერგიც, ლუკა ჯორჯევიჩიც, სტას მაკეევიც. იმედია, ისინიც დაგვეხმარებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან დაიტვირთა და ძალიან ბევრი იშრომა გუშინ კვირკველიამ როცა შემოიყვანეს 88-წუთის შემდეგ,
გურჯი
09:24 28-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული