რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში "ლოკომოტივმა" ალეკსეი მირანჩუკის დუბლით ყაზანში 2:0 სძლია "რუბინს". მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. რაც შეეხება "ლოკოს" მცველ საბა კვირკველიას, ბოლო 5 წუთი ითამაშა.
ნამატჩევს "სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტმა "რკინიგზელთა" მწვრთნელ მარკო ნიკოლიჩს კვირკველიაზეც დაუსვა კითხვა, რაზეც არაპირდაპირი პასუხი მიიღო:
- უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მატჩებში ძირითად შემდგენლობაში ანტონ მირანჩუკსა და საბა კვირკველიას?
- არის გუნდი, რომელშიც 11 კი არა, გაცილებით მეტი
ფეხბურთელია. ეს ბიჭები დღეს გავიდნენ და გუნდს დაეხმარენ. მე კოლექტივის მუშაობით კმაყოფილი ვარ.
ამასთან ტრავმირებული მოთამაშეების დიდი ჯგუფი გვაკლია: ეს ფარფანიცაა, ბორის როტენბერგიც, ლუკა ჯორჯევიჩიც, სტას მაკეევიც. იმედია, ისინიც დაგვეხმარებიან.