ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძემ ისევ უნდა იფრინოს!

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა voetbalkrant.com-ი აქვეყნებს სტატიას ჟიუპერლიგის 4 "ჩიტის" შესახებ, რომლებსაც წინა წელს არ გაუმართლათ, თუმცა მომავალ სეზონში უნდა იფრინონ და ამ ფეხბურთელებს შორის გიორგი ჩაკვეტაძესაც ასახელებს.

სტატიის დასაწყისშივე ავტორი აღნიშნავს, რომ ამ ფეხბურთელებმა წინა სეზონი რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყონ. მათ ტრავმის გამო ბევრი გაუცდათ, თუმცა წელს მოედანზე ისე უნდა იყვნენ, როგორც თევზები წყალში.

აი, რას წერს გამოცემა ქართველი შემტევის შესახებ:

"გასულ სეზონში მხოლოდ ერთი სრული შეხვედრა ჩაატარა და 2-ჯერ დაიწყო თამაში ძირითადში. ჩაკვეტაძეს დიდი ხანი გაუცდა ტრავმი გამო, მაგრამ
პლეი-ოფების ეტაპისთვის სრულფასოვან დაბრუნებას ელოდნენ.

ამ გაცდენილ პერიოდს უპირატესობა აქვს - მომავალი სეზონის მზადებას ენერგიით სავსე დაიწყებს."

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი" ბელგიის დასრულებულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

ავტორი ბექა ბექაური
ასევე დაგაინტერესებთ