"იმედია, ჩივილი არ დამჭირდება" - "საბურთალო" ყენიას 5 თვის დავალიანებას არ უხდის, სად აპირებს კარიერის გაგრძელებას ფეხბურთელი

AutoSharing Option
ქართველი შემტევი ლევან ყენია ახალი გუნდს ეძებს. 29 წლის ფეხბურთელს "საბურთალოსთან" კონტრაქტი 2 კვირაში უსრულდება და მის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, თბილისურ გუნდს მისი 5 თვის დავალიანება მართებს და კლუბში ეუბნებიან, რომ ფული არ აქვთ.

ყენიასვე თქმით, მისით ჯერ არცერთი გუნდი არ დაინტერესებულა, თავად გერმანიაში იმყოფება და ამ ქვეყნის რომელიმე კლუბში სურს გადაბარგება.

- "საბურთალოსთან" კონტრაქტი 2 კვირაში მისრულდება და გახანგრძლივებას აღარ ვაპირებ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. სამწუხაროდ, გუნდს ჩემთან 5 თვის დავალიანება აქვს.

- კლუბში
რას გეუბნებიან, რატომ არ გიხდიან დავალიანებას?
- არაფერს... უბრალოდ, მეუბნებიან, რომ ფული არ აქვთ.

აპირებთ საჩივრის უეფაში შეტანას, თუ დავალიანება არ დაგიფარეს?
- იმედია, ეს საჭირო არ გახდება.

- თქვენ გარდა, "საბურთალოს" გუნდის სხვა ფეხბურთელებთანაც აქვს დავალიანება?
- როგორც ვიცი, ასეა.

- როგორც ვიცით, გერმანიაში იმყოფებით. გაქვთ თუ არა ამ ქვეყნის რომელიმე გუნდიდან შემოთავაზება?
- ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია და შემოთავაზებებს ველოდები.

- საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე გუნდიდან შემოთავაზება რომ გქონდეთ, განიხილავთ ეროვნულ ლიგაში დარჩენის ვარიანტს?
- გერმანიაში მსურს თამაში. იმედია, აქ ვიპოვი რამეს, მაგრამ ფეხბურთი სიურპრიზებითაა სავსე.

- გერმანიაში მე-3 დივიზიონის გუნდის დაინტერესების შემთხვევაში, ითამაშებთ იქ?
- რა თქმა უნდა, დავთანხმდები. გერმანიაში მე-3 დივიზიონშიც საკმაოდ მაღალი დონეა.

- ეროვნულ ლიგაზე რას იტყოდით... მოიმატა დონემ?
- ცოტა მოიმატა და კარგია, რომ ტრანსლაციები არის, მაგრამ რა თქმა უნდა, საერთო ჯამში უფრო მეტი გვსურს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
აბა მოთხოვე ფეხბურთის თამაში ამის მერე!
ზ,გ.
10:19 11-07-2020
0
ეს პირველი შემთხვევა არარის საბურტალო ფეხბურთელებს რომ აგდებს და ფულს არ აძლევს
fanat
10:04 04-07-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული