"იმედია, ჩივილი არ დამჭირდება" - "საბურთალო" ყენიას 5 თვის დავალიანებას არ უხდის, სად აპირებს კარიერის გაგრძელებას ფეხბურთელი

AutoSharing Option
ქართველი შემტევი ლევან ყენია ახალი გუნდს ეძებს. 29 წლის ფეხბურთელს "საბურთალოსთან" კონტრაქტი 2 კვირაში უსრულდება და მის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, თბილისურ გუნდს მისი 5 თვის დავალიანება მართებს და კლუბში ეუბნებიან, რომ ფული არ აქვთ.

ყენიასვე თქმით, მისით ჯერ არცერთი გუნდი არ დაინტერესებულა, თავად გერმანიაში იმყოფება და ამ ქვეყნის რომელიმე კლუბში სურს გადაბარგება.

- "საბურთალოსთან" კონტრაქტი 2 კვირაში მისრულდება და გახანგრძლივებას აღარ ვაპირებ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. სამწუხაროდ, გუნდს ჩემთან 5 თვის დავალიანება აქვს.

- კლუბში
რას გეუბნებიან, რატომ არ გიხდიან დავალიანებას?
- არაფერს... უბრალოდ, მეუბნებიან, რომ ფული არ აქვთ.

აპირებთ საჩივრის უეფაში შეტანას, თუ დავალიანება არ დაგიფარეს?
- იმედია, ეს საჭირო არ გახდება.

- თქვენ გარდა, "საბურთალოს" გუნდის სხვა ფეხბურთელებთანაც აქვს დავალიანება?
- როგორც ვიცი, ასეა.

- როგორც ვიცით, გერმანიაში იმყოფებით. გაქვთ თუ არა ამ ქვეყნის რომელიმე გუნდიდან შემოთავაზება?
- ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია და შემოთავაზებებს ველოდები.

- საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე გუნდიდან შემოთავაზება რომ გქონდეთ, განიხილავთ ეროვნულ ლიგაში დარჩენის ვარიანტს?
- გერმანიაში მსურს თამაში. იმედია, აქ ვიპოვი რამეს, მაგრამ ფეხბურთი სიურპრიზებითაა სავსე.

- გერმანიაში მე-3 დივიზიონის გუნდის დაინტერესების შემთხვევაში, ითამაშებთ იქ?
- რა თქმა უნდა, დავთანხმდები. გერმანიაში მე-3 დივიზიონშიც საკმაოდ მაღალი დონეა.

- ეროვნულ ლიგაზე რას იტყოდით... მოიმატა დონემ?
- ცოტა მოიმატა და კარგია, რომ ტრანსლაციები არის, მაგრამ რა თქმა უნდა, საერთო ჯამში უფრო მეტი გვსურს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
აბა მოთხოვე ფეხბურთის თამაში ამის მერე!
ზ,გ.
11 ივლისი 2020 10:19
0
ეს პირველი შემთხვევა არარის საბურტალო ფეხბურთელებს რომ აგდებს და ფულს არ აძლევს
fanat
04 ივლისი 2020 10:04
2
ერთი შეხვედრა არარატთან და დალაგდება ყველაფერი
lado
03 ივლისი 2020 22:49
1
შემოთავაზებებს ელოდები თუ გუნდს ეძებ :-) შემოთავაზებას ელოდება კიტეიშვილი. წარმატებებს გისურვებ, თუმცა ის რასაც მე ვუყურე საბურთალოში,მაქსიმუმ გერმანიის რეგიონალ ლიგის გუნდმა დაიმატოს.
სამწუხაროდ
03 ივლისი 2020 19:55
2
მეგონა საბურთალოს არ ქონდა ფინანსური პრობლემები და თურმე იქაც ასე ყოფილა
გიორგი
03 ივლისი 2020 19:24
0
რა გიკვირს ამ პანდემიამ ბარსელონას შეუქმნა პრობლემა და საბურთალო რა გასაკვირია.
hhh
03 ივლისი 2020 20:23
2
უდიდესი ნიჭის და ტალანტის პატრონი. რომ არა ხშირი ტრამვიანობა დარწმუნებული ვარ მაღალ დონეზე ითამაშებდა ტოპ ჩემპიონატებში. სამწუხაროა რომ დაენგრა კარიერა. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები ლევანს.
ირაკლი
03 ივლისი 2020 18:05
5
აბა ტრამვები აწუხებსო? ანუ გერმანიის მესაემ ლიგაშ შეუძლია და საბურთალოში ტრამვა ქონდა? ანანიძე-მჭედლიძიგან არაფრით არ განსხვავდება ყენია. საბურთალოში ფეხბურთის სათამაშოდ არ იყო ჩამოსული. უბრალოდ სახლში რომ არ დამჯდარიყო და რომელიღაც გუნდშიც წერებულიყო, რომ მერე სადმე ევროპაში მეათე ლიგაში გადაბარგდეს. ჩემთვის ფეხბურთელი არაა და პატივს არ ვცემ.
გიორგი
03 ივლისი 2020 17:57
12
ამას სასწაულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ახლა ნახე, მესამე დივიზიონიც საკმაოდ მაღალი დონეაო....
sormona
03 ივლისი 2020 17:43
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული