სად გაქრა გია გრიგალავა? - კითხულობს რუსული გამოცემა

AutoSharing Option
ტულის "არსენალში" კორონავირუსის ფაქტი დაფიქსირდა, - იტყობინება "Спорт день за днем", თუმცა კლუბის პრეზიდენტმა გურამ აჯოევმა (თბილისის ნორჩი დინამოელის აღზრდილია) გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ადრე ჟურნალისტმა სერგეი ეგოროვმა კითხვა დასვა იმის თაობაზე, თუ რატომ გაქრნენ გუნდიდან გია გრიგალავა და ვალერი კლიმოვი.

ცნობისათვის, "ახმატთან" მატჩის განაცხადში ყოველგვარი მიზეზის გარეშე არ იყო არტურ ნიგმატულინიც.

გამოცემის მტკიცებით, თუ გრიგალავა კორონავირუსით დაინფიცირდა, ისიც და ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში უნდა მოათავსონ, მაგრამ ამის გასარკვევად რუსეთის პრემიერლიგის ხელმძღვანელობის დაინტერესებაა საჭირო.

ადრე კორონავირუსი "არსენალის" გენერალურ დირექტორს, დმიტრი
ბალაშოვს დაუდასტურდა, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ განმეორებითმა ტესტმა დადებითი შედეგი არ აჩვენა.

altგრიგალავამ თავგანწირული თამაშით "არსენალს" პენალტი მოუპოვა [VIDEO]

altგრიგალავა: მთავარია, ბელარუსთან მატჩისთვის ჯანმრთელად ვიყოთ და პრობლემა არ გვექნება

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ ბიჭი ნაკრების ბურჯია, მითუმეტეს დვალი ვერ შევიდა ფორმაში როგორც ჩანს, მარტო ტაბიძის იმედზე ვერ ვიქნებით. ხოჭოლავა უთამაშებელია, კაშია არ ვიცით როგორ ფორმაში იქნება, კაკაბაძე არა, კვერკველია დირკა და ვინ დარჩა? არ ვიცი რა გვეშველება, დაცვა არა გვყავს და არც მეკარეები, ყველა ტრამვირებულია,
ვასო
04 ივლისი 2020 20:40
0
რუსები ერთალიგის ფინალში ბელორუსების გასვლაზე ზრუნავენ
ბაჩი
04 ივლისი 2020 14:12
1
Gurama ajoevi erti periodi tbilisis dinamoshic tamashobda sadgac 86-88 wlebshi didi veraferi fexburteli ver iyo da mere agarc chanda
Olee
04 ივლისი 2020 02:05
0
სად გაქრა და "რეალმა" მოიტაცა. ჯერ არ აჩენს.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
03 ივლისი 2020 23:14
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული