ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ფინანსური პრობლემების გამო მიქელთაძის "როტორი" რუსეთის პრემიერლიგაში ვერ იასპარეზებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებული "როტორი", რომლის ღირსებასაც ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი იცავენ, ქვედა ლიგაში დარჩება, - იტყობინება "Аргументы недели".

გამოცემის მტკიცებით, ამის მიზეზი ვოლგოგრადული კლუბის ფინანსური კრიზისია. რუსეთის პრემიერლიგაში თამაშზე იგივე მიზეზით უარი თქვა მოსკოვის ოლქის "ხიმკიმ". თუ ეს მართლაც ასე მოხდა, უმაღლესი დივიზიონიდან არც ერთი გუნდი არ გავარდება.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "როტორი" პრემიერლიგაში ვერ გადავა, ადრეც გავრცელდა, მაგრამ კლუბმა ეს ყველაფერი უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ