"ლოკომოტივი" კვირკველიას დაემშვიდებობა და უკვე მის შემცვლელს არჩევს

AutoSharing Option
championat-ი ირწმუნება, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "ლოკომოტივს" დატოვებს და "რკინიგზული" კლუბის მისი შემცვლელის შეძენას გეგმავს.

გამოცემის ცნობით, "ლოკო" კვირკველიას გაყიდვის, იჯარის და კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტებს განიხილავს, მის პოზიციაზე კი კანდიდატები უკვე შეარჩია, ყველა ისინი 28 წლის საბაზე ახალგაზრდები არიან, რაც ერთ-ერთი კრიტერიუმია.

"ლოკომოტივმა" მარცხენა მცველ მაცეი რიბუსს თანამშრომლობის ერთი სეზონით გახანგრძლივება ხელფასის შემცირებით შესთავაზა, კვირკველიასთან კი ურთიერთობის გაგრძელება არ სურთ. ეს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი", - წერს ჟურნალისტი ანდრეი პანკოვი.

საბა "ლოკომოტივში" 2017 წლიდან თამაშობს,
ხელშეკრულება გაისად უმთავრდება, მისი სატრანსფერო ფასი კი 6.5 მილიონი ევროა.

კვირკველიას "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა ყოფილი მწვრთნელის, იური სიომინის კადრად მიიჩნევს და რამდენიმე თვის წინ გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა.

ახალმა მწცრთნელმა მარკო ნიკოლიჩმა ჩვენებური რუსეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში "კრილია სოვეტოვთან" ძირითად შემადგენლობაში კი დააყენა, მაგრამ 69-ე წუთზე შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კიდევ ერთი დაკარგული ტალანტი. როდესაც კაპელო რუსეთის ნაკრებს წვრთნიდა, დაიწერა, რომ ძალიან მოწონდა კვირკველია და გული დაწყდა, რომ მისი წაყვანა არ შეეძლო. კაპელო ერკვეოდა როგორმე ფეხბურთელებში. ბოლოს ამასაც იგივე დაემართა, რაც ასათიანს. მოკლედ დროზე უნდა წასულიყო მაქედან ევროპაში. ნორმალური აგენტის შემთხვევაში, ეს სულაც არ იქნებოდა არარეალური. გრანდებზე არაა ლაპარაკი, მაგრამ საშუალო დონის გუნდში სავსებით შეიძლებოდა.
ან
00:00 05-07-2020
0
სიომინმა დაღუპა ესეც და ასათიანიც, ამათ ორივეს ბევრად დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ....
გია
14:15 04-07-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული