კვარაცხელიამ გამარჯვების მომტანი ჩინებული საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში "რუბინმა" ყაზანში 1:0 მოუგო "ორენბურგს".

მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, რომლის პასით 67-ე წუთზე დენის მაკაროვმა გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა საიტმა შეცდომით საგოლე გადაცემა მარკო იევტიჩს ჩაუთვალა.

"მატჩპრემიერმა" ხვიჩა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მიმდინარე ჩემპიონატის 23 მატჩში მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

დავითაშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს, კვარაცხელია კი - 83-ზე.

"რუბინი" 30 ქულით მე-11 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდა და 9 ივლისს "კრასნოდარს" უმასპინძლებს.

altტაბიძის თანაგუნდელი

მოედნიდან არ გავიდა, ის "რომას" სურს და კვარაცხელიამ სისხლი გაუშრო [VIDEO]

alt"ლოკოს" გენდირექტორი: ჯუღელმა კვარაცხელიას ტრანსფერის საქმეში მოგვატყუა, ახლაც განვიცდი მის დაკარგვას

altკვარაცხელიამ ჯერ სასწაული გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ სამეფო ასისტი გააკეთა [VIDEO]

altრუსული გამოცემა: "რუბინს" კვარაცხელიასა და დავითაშვილზე მსურველთა რიგი უდგას

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფაქტიურად მარტო ათრევს მთელ რუბინს ყველა თამაშში, მის თანაგუნდელებზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას!! უმაღლეს დონეზე ჩაატარა მთელი თამაში. ერთ მომენტში კუთხურის ხაზთან, პატარა მონაკვეთში მაგრად მოტეხა ორი კაცი!!!
zaza
22:28 05-07-2020
0
მიდი მეგრელო შეუბერე , შენს სოფლელებს ყველას დაეხმარე ზამთარში შენი მცირე ღელფასით , ღმერთი ხედავს მაგას და აუცილებლად მიაღწევ დიდ წარმატებას
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული