"დილას" მცველი ავსტრიის ბრინჯაოს პრიზიორის რიგებში ითამაშებს

AutoSharing Option
ავსტრიული kleinezeitung.at-ის ცნობით, გორის "დილას" მცველი გურამ გიორბელიძე "ვოლფსბერგერში" გააგრძელებს კარიერას.

"ვოლფსბერგერმა" გიორბელიძეს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.

გამოცემა მკითხველს აცნობებს, რომ 24 წლის გიორბელიძე მარცხენა მცველია, ადრე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა.

გიორბელიძემ  4 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "ჩიხურასთან" მოგებულ მატჩში (2:0) მიიღო მონაწილეობა.

"ვოლფსბერგერი" ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები ბიჭს
ბაჩი
07 ივლისი 2020 14:41
0
გვიყურებენ, როგორ არ გვიყურებენ. ხო დიდი არაფერი ჩემპიონატი გვაქვს გარედან რო შეხედო, მაგრამ გვყავს უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი და და მსგავს კლუბებს აქედან ფეხბურთელის აყვანა ძალიან აწყობთ. ნიჭიერია და თან დიდი ალბათობით უფასოც, ან მაქსიმუმ ძალიან იაფი. მერე ძვირად თვითონ გაყიდიან. ძალიან მომგებია ჩვენი ჩემპიონატი ყველასთვის. წარმატებები ამ ბიჭს. ადვილი არაა მანდ თავის დამკვიდრება. მთავარია შრომა და ნიჭი თავისით გამომჭავნდება
Haaland
07 ივლისი 2020 13:06
0
და იმას დავამატებ კიდევ რომ მსგავსი ტრანსფერების ალბათობა იზრდება გამომდინარე ფინანსური კრიზისიდან , რადგან ავსტრიის და მსგავსი მცირე ბიუჯეტიანი ლიგის გუნდებს მოუწევთ ახალი სტრატეგიის ძებნა.
მიხაელ
06 ივლისი 2020 23:32
1
ადმინ გიორგი ქოჩორაშვილის ლა ლიგაში მოახლოებულ დებიუტზეც რო დაწეროთ ურიგო არ იქნებოდა უკვე მეორე მატჩია განაცხადშია ჩვენი ბიჭი... რაც შეეხება გურამს წარმატებებს ვუსურვებ სასიხარულო ამბავია ნამდვილად!
მევარმე
06 ივლისი 2020 23:27
3
ძალიან სასიამოვნო სიახლეა . ავსტრიის ბუდნესლიგა ევროპაში ალბათ ყველაზე კარგი საშუალებაა ტრამპლინისთვის , უფრო იოლია ადაპტაცია ჩვენებისთვის (სტატისტუკურად) ვიდრე იგივე ბელგია პოლონეთში.
მიხაელ
06 ივლისი 2020 23:22
0
შეინახეთ ქართველებო ღირსება და ნუ იბოღმებით სხვისი წარმატებით. წარმატება უსურვეთ ახალგაზრდა ადამიანს. რა გჭირთ ვერ ვხვდები? სკამზე რომ იჯდეს დღეს ვოლფსბერგერში არ გადავიდოდა.
Kakhi
06 ივლისი 2020 22:45
0
გიორბელიძე დილაში სკამზე ზის და ავსტრიაში რაზე მიყავთ? ვოლფსბერგერი კვალიფიციური გუნდია და გიორბელიძემ არა მგონია გაქაჩოს მანდ
გენა
06 ივლისი 2020 22:25
41
შენ გეტყობა მაგრად უყურებ საქართველოს ჩემპიონატს,ის შეუცვლელი ფეხბურთელია დილასთვის

გენას
07 ივლისი 2020 08:46
0
ვულოცავ,წარმატებები!
ზ,გ.
06 ივლისი 2020 22:15
0
სად ნახეს კიმარა,ანუ უყურებენ ჩვენს ჩემპიონატს?კარგია.წარმატებები...
Master
06 ივლისი 2020 22:02
1

სიახლეები პოპულარული