ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"დილას" მცველი ავსტრიის ბრინჯაოს პრიზიორის რიგებში ითამაშებს

AutoSharing Option
ავსტრიული kleinezeitung.at-ის ცნობით, გორის "დილას" მცველი გურამ გიორბელიძე "ვოლფსბერგერში" გააგრძელებს კარიერას.

"ვოლფსბერგერმა" გიორბელიძეს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.

გამოცემა მკითხველს აცნობებს, რომ 24 წლის გიორბელიძე მარცხენა მცველია, ადრე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა.

გიორბელიძემ  4 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "ჩიხურასთან" მოგებულ მატჩში (2:0) მიიღო მონაწილეობა.

"ვოლფსბერგერი" ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.