ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ვოლფსბერგერმა" გურამ გიორბელიძის ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
ავსტრიულმა "ვოლფსბერგერმა" "დილას" მარცხენა მცველის, გურამ გიორბელიძის ტრანსფერი დაადასტურა.

"24 წლის მცველმა "ვოლფსბერგერთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გურამ!", - წერს კლუბის ვებგვერდი.

გიორბელიძის "ვოლფსბერგერში" გადასვლის შესახებ ინფორმაცია ბევრმა ავსტრიულმა საიტმა გაავრცელა.

"ვოლფსბერგერი" ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება.