ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საქართველოს ნაკრების ფორვარდი კლუბს იცვლის - ერთი ნაბიჯი წინ

AutoSharing Option
უნგრული საიტი csakfoci.hu-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კარიერას, დიდი ალბათობით, უნგრეთის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი "ფეჰერვარის" რიგებში განაგრძობს.

გამოცემის თქმით, ქართველი ფორვარდის "ფეჰერვარის" რიგებში გადასვლის დიდი შანსია და სავარაუდოდ, "მეზოკოვეშდი" ბუდუს სანაცვლოდ გარკვეულ სატრანსფერო თანხასაც მიიღებს, რადგან ამჟამინდელ კლუბთან ზივზივაძეს ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ატილა კუტორის გუნდს გასულ აგვისტოში შეუერთდა და უდიდესი წვლილი შეიტანა "მეზოკოვეშდის" თასის ფინალში გასვლაში. ასევე, მასთან ერთად კლუბი ბოლო ტურამდე იბრძოდა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლების მოსაპოვებლად.

ბუდუ ზივზივაძემ
უნგრეთის აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბომბარდირს კი 5 ზუსტი დარტყმით ჩამორჩა.

ასევე დაგაინტერესებთ