ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველია ისევ სათადარიგო იყო...

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში "სპარტაკისა" და "ლოკომოტივის" მატჩი 1:1 დასრულდა, "რკინიგზელთა" გუნდში კი საბა კვირკველიას კვლავ არ უთამაშია.

25-ე ტურში "კრილია სოვეტოვთან" შეხვედრაში (1:1) მწვრთნელმა მარკო ნიკოლიჩმა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ როგორც ჩანს, მისი თამაშით უკმაყოფილო დარჩა და 69-ე წუთზე შეცვალა. ამის შემდეგ championat-ზე წერილი გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ "ლოკოდან" ქართველის გაშვება გადაწყვეტილი ამბავია და მის შემცვლელს ეძებენ.

26-ე ტურში "ლოკომოტივი" "სოჭის" დაუზავდა (0:0), ხოლო ჩვენებური ნიკოლიჩმა სათადარიგოთა შორის დატოვა.

6 ივლისს Sportall.ge-სთან საუბარში საბამ განაცხადა, რომ მისი გუნდიდან
წასვლა ვიღაც ინტრიგანი ჟურნალისტების მონაჭორია, რომლებსაც საქმე არ აქვთ, მსგავს სისულელეებს წერენ და გუნდის გამოცვლას არ აპირებს.

27-ე ტურში "სპარტაკთან" ის ისევ სათადარიგო გახლდათ...

ასევე დაგაინტერესებთ