წაიყვანს ჯიმი ტაბიძეს გაზიზოვი "სპარტაკში"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეიძლება რუსეთში გუნდი გამოიცვალოს.

საქმე ისაა, რომ "უფას" აწ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი შამილ გაზიზოვი "სპარტაკში" ანალოგიურ თანამდებობაზე დაინიშნა. მან გადაყენებული ტომას ცორნი შეცვალა.

"სპორტ-ექსპრესი" გაზიზოვს "უფადან" რამდენიმე ფეხბურთელის და მათ შორის, ტაბიძის წაყვანას ურჩევს:

"ალბათ, "სპარტაკს" დაცვის ცენტრის გაძლიერების ვარიანტების განხილვა მართებს და ყურადღება უფრო გამოცდილ ფეხბურთელებს უნდა მიაქციოს. მაგალითად, ტაბიძეს.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი ართმევებში მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერია (საშუალოდ 3 ართმევა მატჩში). ამას გარდა, ტაბიძე ჩაჭრებში "უფაში" მეორე ადგილზეა (2), მესამე ადგილზეა ბურთის
გამოტანით (4.5) და მეოთხეზე - ბლოკირებით (0.5).

რაც შეეხება გადაცემებს, რაოდენობით მეორეა (41.5%), მეტადრე გრძელ პასებს აკეთებს (3.8 მატჩში). იმის გათვალისწინებით, რომ "სპარტაკი" პრესინგიდან გამოსასვლელად ხშირად იყენებს მსგავსი ტიპის გადაცემებს, ასეთი უნარი სასარგებლოდ წარმოგვიდგენია".

აღსანიშნავია, რომ ტაბიძის პროგრესით ძალიან კმაყოფილია გუნდის მწვრთნელი ვადიმ ევსეევი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
დე ლიხტს ბევრად მირჩევნია ჩვენი ჯიმი ის გადავიდა იუვენტუსში ტიპი ნულია და ამას სპარტაკი თუ იყიდისო... ეს მინიმუმ ჩელსიში უნდა თამაშობდეს
Jeyjey
10 ივლისი 2020 17:19
0
სპარტაკი და 1-2 წელში ევროპა უნდა დადო ჯიმი
Ka
10 ივლისი 2020 16:27
0
საბას მსგავსად, რომელმაც ალბათ უკვე გაუშვა ეს შანსი ხელიდან, ყველა შესაძლებლობა და პოტენციალი გააჩნია დიდი ფეხბურთი ითამაშოს ტოპ-5-ის გრანდებში თუ არა, თუნდაც საშუალო დონის კლუბებში. წარმატებები ჯიმის.....
........
10 ივლისი 2020 10:25
0
არ ურჩევ გადასვლას მანდ ვერცერთმა ქართველმა ვერ გაქაჩა ... მოსკოვში სანამ პრო ქართული მწვრთნელია ან დირექტორი იქამდე ათამაშებენ მერე სკამზე , კვირკველიას მაგალითი ავითოთ. ასევე პიკში იყო ასათიანი ლოკომოტივმა რომ არ გაიგრძელა კონტრაქტინდა ფაქტიურად კარიერა დაასრულებინეს ისე გაუტეხეს გული
spartaki ara shtviri
10 ივლისი 2020 09:46
1
საბა კვერკველია რომ ლოკომოტივმა დააბრუნა ფეხბურთში და მის რიგებში რომ გახდა ტოპ მცველი ეგ არაფერი ? რეებს წერთ, არ გეზარებათ? არა ის ჯობია - თურქეთის ჭ კლასის გუნდში გადავიდეს
გადასარევი გიორგი
10 ივლისი 2020 14:10
0
იმედია ეგეც არ ჩალპება რუსეთში კვირკველიასავით ( და არამარტო ).
კაი მონაცემები აქვს და ტოპ ლიგასაც დადებს თუ მოინდომებს.
gatuzo
10 ივლისი 2020 08:14
2
არ გაგიჟდეთ სპარტაკი მოსკოვის კლუბია, მოსკოვში კრემლია , კრემლი ჩვენი მტერია , მიდი ჰე დაიწყეთ ამყევით :)))))
Nl
10 ივლისი 2020 04:35
7
საერთოდ არაა გასაკვირი სტაბილური კარგი მცველია ტაბიძე და სპარტაკი მაღალი ეშელონის რუსული კლუბია და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მისთვის
გიო
10 ივლისი 2020 01:54
3

სიახლეები პოპულარული