ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლობჟანიძის და შენგელიას გუნდებს თურქეთის სუპერლიგიდან გავარდნა ემუქრებათ

AutoSharing Option
მართალია, ზოგიერთ ქართველ გულშემატკივარს თურქეთის სუპერლიგა მაღალი დონის ჩემპიონატად არ მიაჩნია და თქვენ წარმოიდგინეთ, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის "შტურმიდან" სტამბულის "ფენერბახჩეში" გადასვლას არ ურჩევენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

ამისათვის ლევან შენგელიასა და საბა ლობჟანიძის მაგალითების მოყვანაც საკმარისია. ისინი არაგრანდ გუნდებში კი გადავიდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შანსი არაერთხელ მიეცათ, თავი ჩვეულად ჯერ ვერ წარმოაჩინეს.

შენგელიას "ქონიასპორი" 31-ე ტურში სტუმრად 1:3 დამარცხდა "გაზიანთეპთან", ჩვენებური კი სათადარიგო იყო. მან მიმდინარე ტურნირის 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3
ტურით ადრე "ქონიასპორი" ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.

კიდევ უფრო მძიმე ვითარებაშია ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ", რომელმაც "გიოზთეპესთან" გასვლაზე ფრეს მიაღწია (2:2). ამ შეხვედრაში ლობჟანიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, სულ კი მან 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ანკარული გუნდი უკანასკნელ პოზიციაზეა და პრაქტიკულად, გავარდნისთვის განწირულია.