ევროპა ლიგის კენჭისყრა: ხოჭოლავას სავარაუდო მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
დღეს, 10 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპა ლიგის 1/4-ფინალური და 1/2-ფინალური ეტაპების კენჭისყრა გაიმართა და ქართველ ფეხბურთელ დავით ხოჭოლავას გუნდ დონეცკის "შახტარის" სავარაუდო მეტოქეც გაირკვა.


1/4-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ასეთია:

1. "ვოლფსბურგი" / "შახტარი" - "აინტრახტი" / "ბაზელი"

2. ლასკი / "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ისტანბულ ბასაკშეჰირი" / "კოპენჰაგენი"

3. "ინტერი" / "ხეტაფე" - "რეინჯერსი" / "ლევერკუზენი"

4. "ოლიმპიაკოსი" / "ვულვერჰემპტონი" - "სევილია" / "რომა


1/2-ფინალში კი წყვილები ასე განაწილდნენ:

1. მე-4 წყვილის გამარჯვებული - მე-2 წყვილის გამარჯვებული

2.
მე-3 წყვილის გამარჯვებული - 1-ლი წყვილის გამარჯვებული


ფინალის ნომინალური მასპინძელი პირველ წყვილში გამარჯვებული იქნება.


მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი გერმანიაში, აგვისტოში გაიმართება და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდი 1 შეხვედრაში გადაწყდება.

შეხვედრების ჩატარების თარიღი და დაწყების დრო:

5-6 აგვისტო, 1/8-ფინალი (მატჩები თბილისის დროით 21:00 და 23:00 საათებზე დაიწყება)

10-11 აგვისტო: 1/4-ფინალები (23:00)

16-17 აგვისტო: 1/2-ფინალები (23:00)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული