ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ლორიამ კვიპროსში საუკეთესო მეკარის ჯილდო მიიღო

AutoSharing Option
ფამაგუსტის "ანორთოსისმა" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდის ორმა წევრმა - მეკარე გიორგი ლორიამ და უკრაინელმა მცველმა იევჰენი სელინმა სპეციალური ჯილდოები მიიღეს.

თუ სელინმა მე-20 ტურის საუკეთესო მოთამაშისათვის განკუთვნილი 1 ჯილდო მიიღო, გიორგი ლორიას 2 პრიზი გადაეცა.

პირველი პრიზი ჩემპიონატში საუკეთესო მოგერიებისთვის გადასცეს, ხოლო მეორე ჯილდო კი - კვიპროსის უმაღლეს ლიგაში კარის მშრალად ყველაზე მეტჯერ შენახვის გამო.

თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი "ანორთოსისი" კვიპროსის ნაადრევად დასრულებულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.