გვილიამ გაიტანა და პოლონეთის ჩემპიონი გახდა - საგიჟეთი ვარშავაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 34-ე ტურში ვაკო გვილიას "ლეგიამ" ვარშავაში 2:0 დაამარცხა "კრაკოვია" და ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეთხუთმეტედ მოიპოვა ოქროს მედლები.

აღსანიშნავია, რომ მე-60 წუთზე მასპინძელთა ფანებმა უამრავი პეტარდები გაუშვეს და მსაჯი იძულებული იყო თამაში 6 წუთით შეეჩერებინა.

Sportall.Ge

გასული წლის ზაფხულში დედაქალაქურ კლუბში გადასული გვილია მისი სული და გული გახდა, თავდადებული ფეხბურთელი უმალ შეიყვარეს გულშემატკივრებმა, ხოლო პრესა გუნდის თილისმას უწოდებდა.

ამ შეხვედრაშიც ჩვენებური ძალიან აქტიური იყო, რამდენიმეჯერ პარტნიორები დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ორი მომენტის გაცუდების შემდეგ კი 75-ე წუთზე მეტოქის კარი
დალაშქრა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

ვაკომ ჩემპიონატის 34-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 11 გოლია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
ესეც ფორმაშია, კანკავას ცვლა ქავს
ვასო
13 ივლისი 2020 13:57
0
ვულოცავ გვილიას ჩემპიონობას. ეს სეზონი მშვენივრად ჩაატარა და იმედია ასეც გააგრძელებს. წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ მომავალშიც.

მიცეკვებაც კარგი იყო, ყოჩაღ!!!
G.LA
13 ივლისი 2020 12:57
0
ვულოცავ ვაკოს კარგ თამაშს და ჩემპიონობას.შემოდგომაზე,ნაკრებთან ერთადაც მიგველოცოს გამარჯვებები.ისე ჩანს,რომ უკვე გამტან ფეხბურთელად ყალიბდება ვაკო და ეს ძალიან გვჭირდება.მეორე მხრივ გვილია,კვარაცხელია და ჩაკვეტაძე.სამი, თითქმის ერთი პოზიციის,ძალიან კარგი ფეხბურთელი.ძნელი ასარჩევია,არა?რა თქმა უნდა შეუძლიათ ცოტა პოზიციები შეუცვალონ,გადაანაწილონ,მაგრამ შესაძლოა ამითი მათი ეფექტიანობა დაეცეს,თავიდან მაინც.ექსპერიმენტების დრო კი,არა გვაქვს.არ ვიცი რა და როგორ იქნება,მაგრამ ნაკრებში, უკვე მრავალ პოზიციაზეა კონკურენცია და ეს ძალიან მახარებს.რამდენიმე წლის წინ, ამაზე ვოცნებობდით
სოსო
12 ივლისი 2020 09:27
1
ლაშას.სამივე მარცხენა ფლანგიდან თამაშობს და ერთმანეთს პოზიციებს,ნაწილობრივ ფარავენ.გვილია შუაში თამაშობს,მაგრამ მარცხნიდან აქცენტით.სამივეს ერთდროულად მინდორზე გამოშვება,არა მგონია გამოვიდეს.ყოველ შემთხვევაში ამას,მოფიქრება უნდა.
სოსო
12 ივლისი 2020 14:38
1
გვილია ჩაკვეს და კვარას პოზიციაზე როგორაა ?
ლაშა
12 ივლისი 2020 13:12
0
ხალხი უზარმაზარ კომეტარებს წერს და წერტილ მძიმე სად დასვას არ იცის! ანუ სად ამთავრებს აზრს და სად იწყებს ვერ გაიგებ. ( ვაკოს კიდე ვულიცავ , კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს გულშემატკივარი .
Vasili
12 ივლისი 2020 09:16
0
აი რას ნიშნავს, როცა ფეხბურთელს შრომა უყვარს. შეიძლება გვილია ნიჭით ნაკრების სხვა ფეხბურთელებს ჩამოუვარდება, მაგრამ ძალიან მშრომელია და ამიტომაც დაუფასდა.
წარმატებები ვაკო, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო კარიერაში!
fani
12 ივლისი 2020 00:45
0
რომელს ჩამოუვარდება? არ მითხრა ჯანოს ან ყაზაიშვილსო, ორივეზე ბევრად კარგად კითხულობს თამაშს და სწორად მოძრაობს
Niko
12 ივლისი 2020 01:35
0
saqartvelos nakrebtan ertad evropaze gasvla momelocos. ar cancarbs dinjad shromit bevrs miaghcev gaixare asaxele Samshoblo da ojaxi upali shegewios.
კახა
12 ივლისი 2020 00:42
0
პირველად ამ ბიჭის თამაში ნაკრებში ვნახე და პირველივე თამაშიდან ისე მომეწოა შემდგომი ამაშბიც ისე კარგად იდგა თავის პოზიცუაზე კრეატიულად ანვითარედა შეტევებს კარგი პასი ჩაჭრა ართმევა მებრძოლი და რავიცი მაგრად მომწონდა ამ კაცის ფეხბურთის ყურება და მერე უცბად თითქოს კრიზისი დაეწყო ახალი სსისხლი ახალგაზრდა და რო უნდა წინ ეასულიყო უფრო და განვითარებულიყო თითქოს გაჩერდა გაიყინა ცოტა სტაბილურობას მოუკლო ერთი ორი თამაშიც ჩააგდო და თითქოს რაღაც ქართული რეგრესი დაეწყოო და გული მეწყდებოდა მაგრად მაგრამ არაა არ მოხდა უს რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა და გამოვიდა კრიზისიდან გადალახა ყველაფერი ალბად გარემომ მოახდინა მისი ცვლილება და მისდამი მწვრთნელის ნდობამ ისევ გაიხსნა ათამაშდა და წინ დაიწყო ისევ სვლა და მიხარია მეიმედება ეს ბიჭი თუმცა არც არასდეოს დამიკარგავს გვილიას იმედი მშრობელი ბიჭია და გულიანი სტადიონზე და კაციც დარწმუნებული ვარ ეგეთი არის წარმატებები მეგობარო გილოცავ ჩემპიონობას და მეტი წინსვლა გქონოდოს კიდევ და საქართველოს ნაკრებთან ერთადაც მოგველოცოს ჩემპიონობა მალე
T.q
12 ივლისი 2020 00:17
1
მუშა ფეხბურთელია და შედეგიც აქვს . კიტეიშვილთან ერთად ამის იმედი მაქვს ნაკრებში მომდევნო რამოდენიმე წელია
ემირ
11 ივლისი 2020 23:26
0
ჩემი სათქმელიც თქვი ორივე კარგი საყდენია ტექნიკურები ართმევაზე კარგია ორივე შეტევაშიც.აბურჯანია გვინდა ფორმაში.
Mosexoneli
12 ივლისი 2020 08:49
0
ყოჩაღ ვაკო, გილოცავ, უდიდეს პატივისცემას იმსახურებ შენი მებრძოლი სულით, ბევრი გამარჯვებები კარიერაში
გიორგი
11 ივლისი 2020 23:09
0
გილოცავ ვაკო ჩემპიონობას!!! რასაც ვუყურებ, ვაკო ერთ - ერთი ქართველი სპორტსმენია, რომელიც პროფეიონალურად უდგება თავის საქმეს!!! ყოჩაღ!!!წარმატებები!!!
დათო
11 ივლისი 2020 22:42
0

სიახლეები პოპულარული