გვილიამ გაიტანა და პოლონეთის ჩემპიონი გახდა - საგიჟეთი ვარშავაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 34-ე ტურში ვაკო გვილიას "ლეგიამ" ვარშავაში 2:0 დაამარცხა "კრაკოვია" და ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეთხუთმეტედ მოიპოვა ოქროს მედლები.

აღსანიშნავია, რომ მე-60 წუთზე მასპინძელთა ფანებმა უამრავი პეტარდები გაუშვეს და მსაჯი იძულებული იყო თამაში 6 წუთით შეეჩერებინა.

Sportall.Ge

გასული წლის ზაფხულში დედაქალაქურ კლუბში გადასული გვილია მისი სული და გული გახდა, თავდადებული ფეხბურთელი უმალ შეიყვარეს გულშემატკივრებმა, ხოლო პრესა გუნდის თილისმას უწოდებდა.

ამ შეხვედრაშიც ჩვენებური ძალიან აქტიური იყო, რამდენიმეჯერ პარტნიორები დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ორი მომენტის გაცუდების შემდეგ კი 75-ე წუთზე მეტოქის კარი
დალაშქრა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

ვაკომ ჩემპიონატის 34-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 11 გოლია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
ესეც ფორმაშია, კანკავას ცვლა ქავს
ვასო
13:57 13-07-2020
0
ვულოცავ გვილიას ჩემპიონობას. ეს სეზონი მშვენივრად ჩაატარა და იმედია ასეც გააგრძელებს. წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ მომავალშიც.

მიცეკვებაც კარგი იყო, ყოჩაღ!!!
G.LA
12:57 13-07-2020
0

სიახლეები პოპულარული