კვარაცხელია "რუბინის" გაჭირვების ტალკვესია - თავისი გუნდი ცსკა-სთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინს" მხსნელად კვლავ ხვიჩა კვარაცხელია მოევლინა

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში "რუბინმა" მოსკოვში ფრეს (1:1) მიაღწია ცსკა-სთან.

სტუმრები 0:1-ს აგებდნენ, როდესაც 88-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ნახევარმცველმა ივან ობლიაკოვმა მოცელა. თავიდან მსაჯმა ჩათვალა, რომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი და ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გაფრთხილება გაუუქმა, პენალტი დანიშნა, რომელიც მარკოვმა გამოიყენა და - 1:1.

ყაზანურ გუნდში 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც 83-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე იგორ აკინფეევმა არ დაანება, ხოლო არმიელთა რიგებში შესვენებამდე ითამაშა კონსტანტინე
მარადიშვილმა.

"რუბინი" 34 ქულით მე-9 ადგილზეა და 16 ივლისს "როსტოვს" უმასპინძლებს. თუმცა დარჩენილ ორ შეხვედრას ყაზანური გუნდისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან რუსეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
დარწმუნებული ვარ სლუცკი უკვე ახლა ფიქრობს იმაზე რომ მომავალ სეზონში როგორ ააწყოს გუნდი ხვიჩას გარშემო სისწრაფე და ფიზიკური სიძლიერე რომ მოიმატოს მაშინ მართლა ვეღარავინ გაჩერებს იმაშიც 100% ვარ დარწმუნებული და ფაქტია რომ ხვიჩა რომ არ ყოლოდა რუბინს დღეს გასავარდნ ზონაში იქნებოდა ეს გუნდი წარმტებები რუბინს იმედი მაქვს დავითაშვილიც ძირითადში დაიბრუნებს ადგილს ზურიკოც ძალიან ნიჭიერი ბიჭია და მასაც დიდი პოტენციალი აქვს ტოპ ფეხბურთელობის.
Giorgi
01:32 13-07-2020
2
ძალიან მოჭედავდა,მაგრამ რასაც ვუყურე,ცსკას მიერ მიღებული 6 გაფრთხილებიდან,ორი კვარაცხელიაზე აიკიდეს.შესაძლოა მეტიც იყოს.კომენტატორები რუბინის ტაქტიკაზე ხუმრობდნენ,მიაწოდეთ ბურთი ხვიჩას,ის კი რაიმეს მოიფიქრებსო.მართლაც მოიფიქრა.
სოსო
22:50 12-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული