ტაშკენტის "ფახთაქორის" მწვრთნელი შოთა არველაძე "ლევანტეში" ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა.
"დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამახარა ქართველის გამოჩენამ ლა ლიგაში. თანაც იმ გუნდში, სადაც კარიერა დავასრულე.
საუკეთესოს ვუსურვებ გიორგის "ლევანტეში" და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს", - წერს შოთა არველაძე "ფეისბუქზე".