milliyet: ნიკა ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერი გადაწყვეტილია

AutoSharing Option
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული გამოცემა milliyet-ი თბილისის "დინამოს" ნახევარმცველ ნიკა ნინუას შესახებ წერს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს "ბეშიქთაშის" ფორმის მოსარგებად დღეებიღა დარჩა.

"ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნინუა, რომელიც "ბეშქთაშს" დაუკავშირეს, მოუთმენლად ელის, როდის ჩაიცვამს "შავ-თეთრების" მაისურს.

რამდენიმე კვირის წინ დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქულმა კლუბმა ტრანსფერი ფეხბურთელსა და "დინამოსთან" შეათანხმა და გარიგების გაოფიციალურებამდე ხელმოწერა იყო დარჩენილი.

ქართულ მხარეს თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფერი უკვე შედგა. 21 წლის ფეხბურთელი უკვე აღარ ჩნდება "დინამოს" შემადგენლობაში და ზედიზედ მესამე შეხვედრაც
გამოტოვა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის სოციალური მედია კვირების განმავლობაში დახურულია. რაც მედიაში "ბეშიქთაშის" ინტერესზე დაიწერა, თურქული კლუბის ფანების ოდენობა ნინუას მიმდევრებში საგრძნობლად გაიზარდა და ახალგაზრდამ საკმაოდ ბევრი შეტყობინება მიიღო. სწორედ ამიტომ, ნინუამ პროფილი დახურა და დღემდე ასეა."

მკითხველის კომენტარები / 16 /
შენა და თუ რუსეთი და ცესკა არის ცუდი ტონი ქართველისთვის, ეს საუკუნოვანი მტერი და მართლა ჩვენი გამნადგურებელი თურქეთი არაუშავს? თუ უბრალოდ ისტორია არ ვიცით და რუსეთი გვახსოვს და ეგაა!
ვაჟა
15 ივლისი 2020 10:35
7
ესე რამ გაგაბოროტათ და რამ დაგბოღმათ იმის მაგივრად რო გაამხნევოთ და მისთვის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში კარიერაში წარმატებები უსურვოთ პირიქით ერთი სული გაქვთ რო რამე ცუდი დაწეროთ დაგახრჩობთ მალე ეგ ბოღმა
გიორგი
14 ივლისი 2020 23:19
3
რატომ ავრცელებთ დეზიმფორმაციას ზოგიერთები შენგელია ქონიაში სკამზე იჯდა მთელი სეზონი და ა. შ რა სკამზე ინდა 1250 წუთი აქვს ფატარებული მოედანზე 25თამაშინაქვს ჩატარებული სკამზე იჯდა სრაა ტყრმალზე უბრალოდ ვერ ითამაშა და შედეგი ვერ დადო თორე ნდობა ქონდა საკმაოდ დიდი და ვისაც გონია რო სკამზე იჯდა სტატისტიკას ჩახედოს თამაშების
გიორგი
14 ივლისი 2020 18:57
1
როცა სერიოზულად დაემუქრა გავარდნის საფრთხე გუნდს,ფაქტია ბოლო ორი თამაშია შეცვლაზეც აღარ ათამაშებენ შენგელიას,არადა 5 შეცვლის უფლება აქვთ.1250 წუთი მატჩებზე რო დაიამგარიშო დაახლოებით 16 თამაში გამოდის.სულ 32ტურია ჩატარებული.ეს სკამის ხეხვა არ არის,აბა რა არის?
Master
14 ივლისი 2020 19:53
6
შენგელია დინამოს ლიდერი იყო და ქონიაში სკამს ხეხავს, ნინუას რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ბეშიქთაშში?(სათამაშო დროს ვგულისხმობ)
Gio
14 ივლისი 2020 17:45
7
სკამზე როდის იჯდა შენგელია რატო ავრცელებ ტყუილს თუ არ იცი სტატიკა ნახე თამაშების 60-70 წუთს ყოველთვის თამაშობდა მარა შედეგი ქონდა 0 ვერაფერი გააკეთა ქონიაში შენგელიამ 1 გოლი გაიტანა მთელ სეზონში და ბოლო თამაშებში უკვე დასვეს სკამზე რადგან მისმა ტრანსფერმა კლუბისთვის არ გაამართა.
ზურა
14 ივლისი 2020 19:03
1
იმედია მართლა გადაწყვეტილია და არაა საქმე ისე რავარც საქართველოს ნატოში შესვლა.დდდ კარი ღიაა მარა კერ ვერ შამოგიშოფო.
Kkk
14 ივლისი 2020 17:23
2
ტიპს მარტის მერე ფეხბურთი არ უთამაშია და დინამოში არ თამაშობს რაკი ბეშიქთაშის ვარიანტი აქვს.არ ენატრება მაინც თამაში?ან ფორმაში მაინც რომ იყოს არ უნდა?და გჯერათ რო ეს დიდ ფეხბურთს ითამაშებს?ნეტავ ვცდებოდე მაგრამ მე არ მჯერა.ეტყობა რა მენტალობაც აქვს.
master
14 ივლისი 2020 17:09
4
უცხოეთში წასვლა,ყოველთვის რისკია და ეს,ყველა ფეხბურთელმა იცის.მთავარია ეს რისკი,გონიერების საზღვრებს არ გასცდეს.ზოგადად ახლანდელი ახალგაზრდები,მენტალურად უკეთესად არიან მზად,უცხოეთისათვის,ვიდრე წინა თაობები და უკეთ იციან,იქ რა ელით.ნიჭიერი ბიჭები მოდიან და დიდი იმედი მაქვს,რომ ესენი უფრო მეტს მიაღწევენ,მათ წინამორბედებზე.ნინუაც მათ რიცხვშია.წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს და კარგ დამრიგებელს.მათზეც ხომ ძალიან ბევრია დამოკიდებული.
სოსო
14 ივლისი 2020 15:51
1
მთავარია ისეთი წარმატებული არ გამოდგეს ტრანსფერი როგორც შენგელიას და ლობჟანიძის
ბათუმის ფანი
14 ივლისი 2020 15:51
2
რა არის მშვენიერი?
სკამისთვის არის განწირული და ერთ წელწადში, უკვე არავის ეხსომება, ვინ იყო ჭრიჭო...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14 ივლისი 2020 15:09
3
დილადან გიორბელიძეც გადავიდა ავსტრიაში მარა მაინც თამაშობს სანამ წავა.ამას არ ეკადრება?ასე უცებ აიყარა ჯიგარი აღმზრდელ დინამოზე?თუ დინამო უკვე აღარაა მისი დონე?
Master
14 ივლისი 2020 14:57
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული