კვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
ტყუილად როდი შიშობდნენ "რუბინის" გულშემატკივრები, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ.

matchtv.ru-ს ცნობით, კვარაცხელიას შეძენას მალე "კრასნოდარი" შეეცდება, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.

გამოცემის მტკიცებით, ყუბანური კლუბი ხვიჩას ჯერ კიდევ 2019 წელს აკვირდებოდა, მაგრამ მაშინ ჩათვალეს, რომ რა თანხაც მასში მოსთხოვეს, იმდენი არ ღირდა. მას შემდეგ ქართველის სატრანსფერო ფასი გაცილებით გაიზარდა.

ხვიჩას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მისი შენარჩუნებით ძალიანაა დაინტერესებული, თუმცა ყველაფერი შეთავაზებული თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული.

matchtv.ru აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული ხვიჩას ერთ-ერთ ესპანურ გუნდში გადასვლა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჯობია დარჩეს ჯერ ჯერობით რუბინში ამ გინდში ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს მომავალ სეზონში ამ გინდის ლიდერიც გახდება დიდი ალბათობით და მერე უკვე გრანდში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი ექნება
giorgi
21:16 13-07-2020
5
დაუწყენ ამასაც ღიჭინი ესპანეთი არა მადაგასკარი კიდე სადაც არის მიხედავენ იქ და როცა მზად იქნება არავინ შეაფერხებს კარგი მწვრთნელის ხელშია.
Zaza
23:45 13-07-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული